კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები

ბოტანიკური ბაღის ყველაზე დიდი კომპლექსი

კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები ან უბრალოდ კიუს ბაღები (ინგლ. Kew Gardens) — 121 ჰექტარზე[1] გადაჭიმული ბაღები და ბოტანიკური სათბურები ლონდონის სამხრეთით, ქალაქ რიჩმონდსა და კიუს შორის. შეიქმნა 1759 წელს.[2] ბაღში მნიშვნელოვანი ბოტანიკური კვლევები მინდინარეობს. წელიწადის განმავლობაში ის დაახლოებით 2 მლნ მნახველს იღებს.[3]

კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 51°28′45″ ჩ. გ. 0°17′34″ დ. გ. / 51.47917° ჩ. გ. 0.29278° დ. გ. / 51.47917; -0.29278
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 1084
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1084
ინგლ.რუს.ფრ.

ბაღებში 30 000 სახეობის სხვადასხვა მცენარეა კულტივირებული, ხოლო ჰერბარიუმში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, დაცულია 7 მლნ სახეობის მცენარე. კვლევით სამუშაოებს ახორციელებს 650 მეცნიერი. აქ მდებარე ბიბლიოთეკა შეიცავს 750 000 ტომს, მცენარეთა 175 000 ილუსტრაციასა და ნახატს.[4]

ბაღის წინამორბედი, ქალაქ ტიუკსბერის ლორდის, ჯონ კაპელის ეგზოტიკურ ბაღს წარმოადგენდა. მისი გაფართოება შემდგომ წლებში სხვა ადამიანებმა ითავეს. მის გამდიდრებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-მ. 1781 წელს, მეფემ ბაღის ტერიტორიაზე მდებარე „ჰოლანდიური სახლი" იყიდა, როგორც სამეფო კარის საბავშვო ბაღი.

1840 წელს კიუს ბაღები ეროვნულ ბოტანიკურ ბაღად გადაიქცა.

2003 წელს, ბაღები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kew, History & Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-29.
  2. Annual Report, pages 11 and 33. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-03. ციტირების თარიღი: 2011-05-17.
  3. Royal Botanic Gardens, Kew. მსოფლიო მემკვიდრეობა. იუნესკო. ციტირების თარიღი: 24 March 2009.
  4. Director of Royal Botanic Gardens. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-15. ციტირების თარიღი: 2011-05-17.