ერნესტ ავგუსტ I (ჰანოვერი)

ერნესტ ავგუსტ I (გერმ. Ernst August I.; დ. 5 ივნისი, 1771 — გ. 18 ნოემბერი, 1851) — ჰანოვერის მეფე 1837 წლიდან. მიიღო ბრიტანული ტიტული კამბერლენდის ჰერცოგი (ინგლ. Ernest Augustus Duke of Cumberland).

ერნესტ ავგუსტ I
Ernest Augustus I
ჰანოვერის მეფე
მმართ. დასაწყისი: 20 ივნისი 1837
მმართ. დასასრული: 18 ნოემბერი 1851
წინამორბედი: უილიამ IV
მემკვიდრე: ჯორჯ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ივნისი 1771
დაბ. ადგილი: ბაკინგემის სასახლე, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
გარდ. თარიღი: 18 ნოემბერი 1851
გარდ. ადგილი: ჰანოვერი
მეუღლე: ფრიდერიკე ფონ მეკლენბურგ-შტრელიცი
შვილები: ჯორჯ V
დინასტია: ჰანოვერის დინასტია
მამა: ჯორჯ III
დედა: შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება

ერნესტ ავგუსტ I იყო გაერთიანებული სამეფოს და ჰანოვერის მეფის, ჯორჯ III-ის მეხუთე ვაჟი.

მონაწილეობდა რევოლუციურ და ნაპოლეონის ომებში, სადაც დაიჭრა და დაბრმავდა მარცხენა თვალით. 1793—1795 წლებში მონაწილეობდა ნიდერლანდების ლაშქრობებში; 1799 წელს კამბერლენდის ჰერცოგის ტიულით შევიდა ლორდთა პალატაში. ლორდთა პალატაში ის მხარს უჭერდა ტორებს და კათოლიკების ემანსიპაციის წინაღმდეგი იყო.

1813 წლს მონაწილეობა მიიღო კულმის ბრძოლაში და მიენიჭა ფელდმარშალის ტიტული.

უფროსი ძმების, ჯორჯ IV-ის და უილიამ IV-ის გარდაცვალების შემდეგ, 1837 წელს კამბერლენდის ჰერცოგი სალიკური სამართალის მიხედვით ჰანოვერის ტახტზე ავიდა. ცოლის მხირადან გაერთიანებული სამეფოს ტიტული დაიკავა მისმა ძმიშვილმა ვიქტორიამ, რომელიც 1820 წელს გარდაცვლილი ედუარდ ავგუსტის შვილი იყო (ედუარდი ერნესტზე უფროსი იყო).

ვიქტორიას პირველი ქალიშვილის (ვიქტორიას, რომელიც 1840 წელს დაიბადა) დაბადებამდე ერნესტ ავგუსტი გაერთიანებული სამეფოს მემკვიდრე იყო. არსებობდა რეგენტობის აქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ვიქტორია უშვილოდ გარდაიცვლებოდა, მაშინ ერნესტი ხდებოდა რეგენტი და ამავე დროს ჰანოვერშიც რჩებოდა.

გაერთიანებულ სამეფოში ის არ უყვარდათ, რადგან დადიოდა ხმები, რომ მან მოკლა თავისი მსახური და ცხოვრობდა თავის და სოფიასთან. ჰანოვერში კი ის ქვეშევრდომთა სიყვარულით სარგებლობდა, რადგან 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ ჰანოვერს გაუჩნდა მეფე, რომელიც მუდმიავად ჰანოვერში ცხოვრობდა. როცა მიხვდა, რომ ჰანოვერის მოწყობა არ შეესაბამებოდა მის იდეებს, 1837 წლის ივნისში შეცვალა კონსტიტუცია და სასტიკად დევნიდა ოპოზიციას. 1840 წელს შემოიღო ახალი სახელმწიფო წესრიგი.

1843 წელს ერნესტ ავგუსტ I ეწვია ინგლისს, როგორც დედოფალ ვიქტორიას წარმომადგენელი და ლორდთა პალატის სხდომებში მიიღო მონაწილეობა. 1848 წლის მარტის მოვლენებმა ერნესტ ავგუსტი იძულებული გახადა კონსტიტუციაში რამდენიმე ლიბერალური შესწორება შეეტანა. როდესაც დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, ის ეწინააღმდეგებოდა გერმანიის გაერთიანებას და მართალია შევიდა ე.წ. სამი მეფის კავშირში, მაგრამ მალევე დატოვა ეს კავშირი.

ქალაქის მთავარი სადგურის წინ დადგეს მისი ცხენზე ამხედრებული ქანდაკება და ჰანოვერები ერთმანეთს მისი ცხენის კუდის ქვეშ ხვდებიან.

1815 წელს ერნესტ ავგუსტ I დაქორწინდა პრუსიის დედოფალ ლუიზას დაზე, ფრიდერიკე ფონ მეკლენბურგ-შტრელიცზე. ერნესტ ავგუსტს და ფრედერიკეს შეეძინათ ერთადერთი შვილი — მომავალი მეფე ჯორჯ V.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება