საყდრიონი (წალკის მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან ედიქილისა)

საყდრიონი (2010 წლის 20 ნოემბრამდე„ედიქილისა“[2]) — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში, მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირას, წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1540 მ, წალკიდან 15 კმ.

სოფელი
საყდრიონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°35′30″ ჩ. გ. 43°55′47″ ა. გ. / 41.59167° ჩ. გ. 43.92972° ა. გ. / 41.59167; 43.92972
ადრეული სახელები ედიქილისა
ცენტრის სიმაღლე 1540
მოსახლეობა 567[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97 %
ბერძნები 2,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საყდრიონი (წალკის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
საყდრიონი (წალკის მუნიციპალიტეტი)
საყდრიონი (წალკის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
საყდრიონი (წალკის მუნიციპალიტეტი)
საყდრიონი (წალკის მუნიციპალიტეტი) — წალკის მუნიციპალიტეტი
საყდრიონი (წალკის მუნიციპალიტეტი)

სოფლის ძველი სახელწოდება ედიქილისა თურქულია (სიტყვასიტყვით — შვიდი ეკლესია). დააარსეს XIX ს-ში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. შემორჩენილია 7 საყდარი და სასახლე (ზოგიერთი — ფრაგმენტულად) შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი დეტალებით. ყველაზე დიდი ეკლესიის ირგვლივ ძველი ქართული სასაფლაოს ნაშთია, სადაც დღემდეა შემონახული 2 ქვის ცხენი და საფლავის ქვა, რომელზედაც გუთნეულია გამოსახული. ქართული წარწერა შემორჩა მხოლოდ ერთ, სოფლის თავში აღმართულ პატარა, გეგმით ოთხკუთხა ეკლესიას. იგი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ალგეთის ქვით, კამარა გადახურულია ლორფინებით. საკურთხეველში ორი ღრმა ნიშია, რომლებიდანაც შეიძლება მოხვედრა სამალავსა და სახურავზე. აღმოსავლეთი სარკმელი შემკულია ლამაზი ჩუქურთმით, შესასვლელი სამხრეთიდანაა. სოფლის განაპირას ნაციხარის ნანგრევია. ვარაუდობენ, რომ იგი ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიერ შედგენილ რუკაზე აღნიშნული სოფელ ანდრაპის ნაშთია.

საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო მერძევეობა და მეკარტოფილეობა ედიქილისას სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფლები აიაზმა, გუნიაკალა, თიქილისა, ნარდევანი. 2010 წელს წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სახელი შეეცვალა. ედიქილისას ეწოდა საყდრიონი[3].

დემოგრაფია

რედაქტირება

2002 წ. აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 351 მოსახლე, ძირითადად ბერძნები (96 %).[4] 2002 წლიდან სოფელში სახლდებოდნენ ეკომიგრანტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. პარალელურად გაძლიერდა ბერძნული მოსახლეობის იმიგრაციის პროცესი. 2006 წ. შეფასებით, სოფლის მოსახლეობა 300 კაცამდეა, აქედან 90 % ქართველია.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 351
2014[1]  567 301 266

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N947, 2010 წლის 20 ნოემბერი
  3. წალკის რაიონის სოფლებს სახელები შეეცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-11-29.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2016-08-02.