დომბაიულგენის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყარაჩაი-ჩ
დომბაიულგენის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჩხალთის მარცხენა შენაკადის — სამხრეთ პტიშის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 3085 მ. აგებულია პალეოზოური გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. უღელტეხილი თოვლ-ყინულიანია, საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარეების ჩხალთისა (კოდორის მარჯვენა შენაკადი) და თებერდის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) აუზებს.
დომბაიულგენის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°13′50″ ჩ. გ. 41°42′53″ ა. გ. / 43.2305694° ჩ. გ. 41.7148306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 3085 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | გნაისი და კრისტალური ფიქლები |
ლიტერატურა
რედაქტირება- დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 478.