ართურ კონან დოილი

(გადამისამართდა გვერდიდან დოილი, ართურ კონან)

სერ ართურ იგნატიუს კონან დოილი (ინგლ. Sir Arthur Ignatius Conan Doyle; დ. 22 მაისი, 1859, ედინბურგი ― გ. 7 ივლისი, 1930, კროუბორო) — შოტლანდიელი მწერალი, ცნობილი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟის შემქმნელი. დეტექტიური რომანის ინოვატორი. იგი სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, თეატრისა და პოეზიის ჟანრშიც მუშაობდა.

ართურ კონან დოილი
ინგლ. Sir Arthur Ignatius Conan Doyle
ინგლ. Arthur Conan Doyle
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1859(1859-05-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [6] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
დაბადების ადგილი ედინბურგი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[19]
გარდაცვალების თარიღი 7 ივლისი, 1930(1930-07-07)[2] [3] [19] [4] [5] [6] [6] [6] [7] [8] [20] [21] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი Windlesham Manor[22]
დასაფლავებულია Church of All Saints cemetery[22] [23] და Windlesham Manor[22] [23]
საქმიანობა ექიმი[22] , ექიმი-მწერალი, რომანისტი, ესეისტი, დრამატურგი, სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი, კრიმინალისტი მწერალი, ნოველისტი, ისტორიკოსი და მწერალი[24]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი Stonyhurst Saint Mary's Hall[22] , სტონიჰარსტის კოლეჯი[22] , Stella Matutina და ედინბურგის სამედიცინო სკოლის უნივერსიტეტი[22]
ჟანრი crime fiction, სამეცნიერო ფანტასტიკა და ისტორიული რომანი
Magnum opus შერლოკ ჰოლმსის ბიბლიოგრაფია და დაკარგული ქვეყანა
ჯილდოები Knight of Grace of the Order of Saint John[25] , დედოფლის სამხრეთ აფრიკის მედალი, მეჯიდიეს ორდენი, იტალიის გვირგვინის ორდენის კავალერი და რაინდი-ბაკალავრი[26]
მეუღლე ლუიზა ჰოუკინსი[22] და ჯინ ლეკი[22]
შვილ(ებ)ი Mary Louise Conan Doyle, Alleyne Kingsley Conan Doyle, დენის კონან დოილი[20] [22] , ადრიან კონან დოილი[20] [22] და ჯინ კონან დოილი[20] [22]
ნათესავ(ებ)ი ბენედიქტ კამბერბეტჩი[27]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი conandoyleestate.com

კონანი თავდაპირველად მისი შუასახელი იყო, თუმცა ბოლო დროს მან იგი საკუთარი გვარის ნაწილი გახადა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ართურ კონან დოილი დაიბადა 1859 წელს, ედინბურგში. მას ცხრა დედმამიშვილი ჰყავდა. მამა ადრევე გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით. დედა კი ირლანდიელი პლანტაგენეტების წარმომადგენელი იყო.

კათოლიკურ სკოლებში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შემდეგ დოილი აგნოსტიკოსი ხდება. 1875—1881 წლებში მედიცინას სწავლობს ედინბურგის უნივერსიტეტში. მისი ექიმად მუშაობა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება. პაციენტთა რიცხვი სულ უფრო მცირდება, რაც საშუალებას აძლევს მწერლობას მეტი დრო დაუთმოს. თავის პირველ ნაწერებს 1879 წელს აქვეყნებს, ხოლო 1887 წელს პირველად ჩნდება შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟი Beeton's Christmas Annual-ში გამოქვეყნებულ ნოველაში. დოილი თავს ანებებს მედიცინას და მთელ დროს მწერლობას უძღვნის.

პარალელურად დოილი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა და წერს პამფლეტებს, მათ შორის: ომი სამხრეთ აფრიკაში: მიზეზები და ორგანიზაცია. 1902 წელს მას კეთილშობილის ტიტულს მიანიჭებენ და ხდება სერ ართურ კონან დოილი.

1918 წელს დოილი სპირიტიზმით დაინტერესდება და იწყებს კონფერენციათა ტურნეს, აქვეყნებს სხვადასხვა სახის ნაშრომებს, მათ შორის: ახალი გამოცხადება (1918), რომელშიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას და ზეციურ ძალებთან კონტაქტის შესაძლებლობას ამტკიცებს.

მართალია, ართურ კონან დოილი განსაკუთრებით ცნობილია შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟით, მაგრამ მას ასევე ეკუთვნის ისტორიული მოთხრობები (როგორც თეთრი კომპანია), სამეცნიერო ფანტასტიკა (დაკარგული სამყარო) რომანები პარანორმალურ მოვლენებზე. მთლიანობაში მისი შემოქმედება მოიცავს 50-ზე მეტ წიგნსა და მრავალრიცხოვან ნოველას.

სერ ართურ კონანდოილი გარდაიცვალა 1930 წლის 7 ივლისს კარდიალური შეტევით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911.
  2. 2.0 2.1 Дойл, Артур Конан // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  3. 3.0 3.1 Wilson P. K. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 IMSLP — 2006.
  9. 9.0 9.1 BD Gest'
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. 14.0 14.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  15. 15.0 15.1 Babelio — 2007.
  16. 16.0 16.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  17. 17.0 17.1 The Fine Art Archive
  18. Mormon Literature & Creative Arts
  19. 19.0 19.1 Наркевич А. Ю. Дойл Артур Конан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1972. — Т. 8 : Дебитор — Евкалипт. — С. 397.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 Lundy D. R. The Peerage
  21. NooSFere — 1999.
  22. 22.00 22.01 22.02 22.03 22.04 22.05 22.06 22.07 22.08 22.09 22.10 22.11 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  23. 23.0 23.1 Conan Doyle reburialCardiff: Reach plc, 1955. — Iss. 26804. — P. 1. — ISSN 0307-5214
  24. Czech National Authority Database
  25. The Gazette — 1903.
  26. The Gazette — 1902.