დოდოთი (ჯავის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში
დოდოთი[3][4] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში (წონის თემი).
მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ყვირილის ზემოთში, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. ჯავიდან დაშორებულია 38 კმ-ით.
1922-1990 სოფელი შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონში (წონის სოფსაბჭო), ოლქის გაუქმების შემდეგ (1990), მიეკუთვნა ჯავის მუნიციპალიტეტს, თუმცა მასზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდებოდა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წლის აღწ. | 17 | - | - |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 467.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 604.