დიორდ დე ჰევეში
დიორდ დე ჰევეში (ასევე ცნობილი როგორც გეორგ ჩარლზ დე ჰევეში ან გეორგ კარლ ფონ ჰევეში უნგრ. Hevesy György, გერმ. Georg Karl von Hevesy, დ. 1 აგვისტო 1885, ბუდაპეშტი — გ. 5 ივლისი, 1966, ფრაიბურგი) — ებრაელი ქიმიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (1943). 1923 წელს ჰოლანდიელ ფიზიკოს დ. კოსტერთან ერთად აღმოაჩინა ჰაფნიუმი.
უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1939), [16] გერმანიის ნატურალისტთა აკადემიის "ლეოპოლდინას" (1960) და პაპის მეცნიერებათა აკადემიის (1961) წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მდიდარ ებრაულ ოჯახში, რომელმაც მიიღო კათოლიციზმი . 1908 წელს დაამთავრა ბუდაპეშტის უნივერსიტეტი. ბუდაპეშტის ( 1918 ), კოპენჰაგენის ( 1920 - 1926, 1934 - 1943 ), ფრაიბურგის ( 1926 - 1934 ) და სტოკჰოლმის უნივერსიტეტიების ( 1943 ) პროფესორი.
მეორე მსოფლიო ომის დროს იყო კოპენჰაგენის ნილს ბორის ინსტიტუტის მკვლევარი. როდესაც გერმანიის ჯარები შევიდნენ დანიაში და დაიკავეს დედაქალაქი 1940 წლის აპრილში, დე ჰევეშიმ გერმანელი ფიზიკოსების მაქს ფონ ლაუსა და ჯეიმზ ფრანკის ოქროს ნობელის მედლები სამეფო წყალში გახსნა, რათა ისინი ოკუპანტებისგან დაემალა. ფონ ლაუ და ფრანკი გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტების ოპოზიციაში იყვნენ და თავიანთი მედლები მიაბარეს ნილს ბორს, რათა თავიდან აეცილებინათ მათი კონფისკაცია გერმანიაში, სადაც ნობელის მედლის მიღება და ტარება აკრძალული იყო მას შემდეგ, რაც ნაციონალ-სოციალისტების მოწინააღმდეგე კარლ ფონ ოსიეცკიმ 1935 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია . ომის დასრულების შემდეგ, დე ჰევეშიმ ოქრო ხსნარიდან გამოყო და გადასცა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას, რომელმაც დაამზადა ახალი მედლები ლაუესა და ფრანკისთვის.
რადიოიზოტოპების პირველი გამოყენება
რედაქტირება1911 წელს ახალგაზრდა სტუდენტი ჰევეში, რომელიც მანჩესტერში მუშაობდა რადიოაქტიურ მასალებზე, სიღარიბის გამო ჰოსტელში ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში ჰევეშს გაუჩნდა ეჭვი, რომ საერთო საცხოვრებლის კაფეტერია საჭმლის მოსამზადებლად იყენებდა საკვების ნარჩენებს, თანაც სავარაუდოდ, ზოგჯერ საკმაოდ ძველს. თავისი ჰიპოთეზის შესამოწმებლად მან მორჩენილ კერძს დაუმატა მცირე რაოდენობით რადიოაქტიური მასალა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მსგავსი კერძი მიაწოდეს, მან აიღო ნიმუში და მარტივი ელექტროსკოპის გამოყენებით დაადასტურა საკუთარი ვარაუდი, რომ საკვები რადიოაქტიური იყო. ეს საინტერესო ამბავი ხშირად გამოიყენება მაგალითად და მიუთითებს მეცნიერის საგამომძიებლო ბუნებაზე, მაგრამ ჰევეში ამავე დროს დაკავებული იყო ამ სფეროში უფრო სერიოზული კვლევებით, კერძოდ, ქიმიური პროცესების შესასწავლად ნიშანდებული ატომების (იზოტოპური ინდიკატორები) გამოყენებით. [17]
ძირითადი სამუშაოები
რედაქტირებადამსახურების აღიარება
რედაქტირება- ნობელის პრემია ქიმიაში ( 1943 ) — „იზოტოპების ნიშანდებული ატომების გამოყენებისათვის ქიმიური პროცესების შესასწავლად“
- კოპლის მედალი (1949)
- ფარადეის ლექცია (1950)
- კოტენიუსის მედალი (1959)
- პრემია "მშვიდობიანი ატომისთვის" ( 1959 ).
ხსოვნა
რედაქტირება2009 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მთვარის ჩრდილოეთ პოლუსის რეგიონში მდებარე კრატერს მეცნიერის საპატივსაცემოდ უწოდა ჰევეში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 6.0 6.1 Dansk Biografisk Lexikon
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 10.0 10.1 Munzinger Personen
- ↑ 11.0 11.1 Deutsche Nationalbibliothek Record #116785179 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1943 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 168.
- ↑ Hevesy; George Charles de (1885 - 1966)[მკვდარი ბმული](ინგლისური)
- ↑ The uses of radiotracers in the life sciences. Thomas J Ruth 2009 Rep. Prog. Phys. 72 016701 (23pp) doi: 10.1088/0034-4885/72/1/016701