სამეფო წყალი
სამეფო წყალი — აზოტმჟავასა და ქლორწყალბადმჟავას ნარევი, მოლური თანაფარდობით შესაბამისად 1:3-თან. არის მოყვითლო-ფორთოხლისფერი (ზოგჯერ წითელი) მბოლავი სითხე. სახელი ეწოდა ალქიმიკოსების მიერ, რადგან მასში იხსნებიან კეთილშობილი ლითონები, როგორებიცაა ოქრო და პლატინა, მაგრამ არა ყველა ლითონი. მისი საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის ოქროს (99,999% სისუფთავით) მიღება.
სამეფო წყალი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | აზოტმჟავას ჰიდროქლორიდი |
ქიმიური ფორმულა | HNO3+3 HCl |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | წითელი, ყვითელი ან ოქროსფერი სითხე[1] |
სიმკვრივე | 1.01–1.21 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −42 °C |
დუღილის ტემპერატურა | 108 °C |
NFPA 704 |
მიღება და დაშლა
რედაქტირებაკონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავას და კონცენტრირებულ აზოტმჟავას შერევისთანავე იწყება ქიმიური რეაქციები. შედეგად კი წარმოიქმნება არასტაბილური პროდუქტები, ნიტროზილის ქლორიდი[2] და ქლორის აირი. ამ არასტაბილური პროდუქტების ხსნარიდან გამოდევნის შედეგად, სამეფო წყალი კარგავს თავის თვისებებს.
- HNO3 (ხს) + 3 HCl (ხს) → NOCl (აირ) + Cl2 (აირ) + 2 H2O (თხ)
შემდგომში ნიტროზილის ქლორიდი იშლება აზოტის მონოქსიდისა და ქლორის გამოყოფით. ვინაიდან რეაქცია არ არის შექცევადი ტიპის, ამიტომაც ნიტროზილქლორიდისა და ქლორის გარდა, ხსნარი შეიცავს აზოტის ოქსიდსაც.
- 2 NOCl (აირ) → 2 NO (აირ) + Cl2 (აირ)
იმის გამო, რომ აზოტოვანი ოქსიდი ურთიერთქმედებს ატმოსფეროს ჟანგბადთან, ხსნარი ასევე შეიცავს აზოტის დიოქსიდს (NO2).
- 2 NO (აირ) + O2 (აირ) → 2 NO2 (აირ)
ქიმია
რედაქტირებაოქროს გახსნა
რედაქტირებასამეფო წყალში იხსნება ოქრო, თუმცა ხსნარის შემადგენელი ვერცერთი მჟავა ვერ გახსნის მას მარტო, რადგან, ამ კომბინაციაში, თითოეული მათგანი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას. აზოტმჟავა ძლიერი მჟვაა, რომელიც აყალიბებს ოქროს ანიონებს (Au3+). ქლორწყალბადმჟავა წარმოქმნის ქლორის ანიონებს, რომლებიც ურთიერთქმედებს ოქროს იონებთან და აფორმირებს ოქროს ტერტაქლორიდის ანიონს (AuCl4−). რეაქციები მიმდინარეობს შემდეგნაირად:
- Au + 3 HNO3 + 4 HCl ⇌ [AuCl4]- + 3 [NO2] + [H3O]+ + 2 H2O
- ან
- Au + HNO3 + 4 HCl ⇌ [AuCl4]- + [NO] + [H3O]+ + H2O.
თუ სამეფო წყალი მხოლოდ ოქროს შეიცავს, მისგან შეიძლება ოქროს მჟავას მიღება ხსნარის ამოშრობით, ხოლო ოქროს მიღების საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა:გოგირდის დიოქსიდი, ჰიდრაზინი, მჟაუნმჟავა და სხვა.[3] მოყვანილია გოგირდის დიოქსიდის მაგალითი:
- 2 AuCl4- (ხს) + 3 SO2(აირ) + 6 H2O (თხ) → 2 Au (მყ) + 12 H+ (ხს) + 3 SO42-(ხს) + 8 Cl- (ხს).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Chemistry Comes Alive! Aqua Regia
- Aqua Regia at The Periodic Table of Videos (University of Nottingham)
- Demonstration of Gold Coin Dissolving in Acid (Aqua Regia)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Eintrag zu Königswasser in der GESTIS-Stoffdatenbank des IFA, abgerufen am 26. Januar 2013.
- ↑ Brockhaus ABC Chemie, VEB F. A. Brockhaus Verlag, Leipzig 1965, S. 714.
- ↑ Renner, Hermann; Schlamp, Günther; Hollmann, Dieter; Lüschow, Hans Martin; Tews, Peter; Rothaut, Josef; Dermann, Klaus; Knödler, Alfons; et al. "Gold, Gold Alloys, and Gold Compounds". Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. doi:10.1002/14356007.a12_499.