ჰიდრაზინიარაორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით N2H4. არის უფერო, აალებადი სითხე და მარტივი პნიქტოგენის ჰიდრიდი. აქვს ამიაკის მსგავსი სუნი.

ჰიდრაზინი
ჰიდრაზინი: ქიმიური ფორმულა
ჰიდრაზინი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაჰიდრაზინი[1]
დიიმიდი[2]
დიაზანი[1]
მოლური მასა32.0452 /მოლი
ფიზიკური თვისებები
მდგომარეობა (სტ. პირ.)უფერო, აალებადი ბლანტი სითხე[3]
სიმკვრივე1.021 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა2 °C
დუღილის ტემპერატურა114 °C
NFPA 704
4
4
3

ჰიდრაზინი ძალზედ ტოქსიკური და არასტაბილური ნივთიერებაა, თუ არ არის ხსნარის სახით, მაგალითად, ჰიდრაზინის ჰიდრატი, რომლის ქიმიური ფორმულაა (NH2NH2 · xH2O). 2015 წლის მონაცემებით, ჰიდრაზინის ჰიდრატების მსოფლიო ბაზარი 350 მილიონ დოლარს შეადგენდა.[4]

სინთეზი რედაქტირება

ჰიდრაზინი იწარმოება ნატრიუმის ჰიპოქლორიტისა და ამიაკისგან. ეს მეთოდი მოიცავს მონოქლორამინის რეაქციას ამიაკთან, რათა შეიქმნას ორ აზოტის ატომს შორის ერთმაგი ქიმიური ბმა, ასევე გამოიყოფა წყალბადის ქლორიდი:[5]

 

ჰიდრაზინი მიიღება შარდოვანას, ნატრიუმის ჰიპოქლორიტისა და ნატრიუმის ჰიდროქსიდისგან:[6]

 

სხვა მეთოდით ჰიდრაზინს იღებენ ამიაკის წყალბადის პეროქსიდთან რეაქციით:[7][8]

 

თვისებები რედაქტირება

თერმოდინამიურად, ჰიდრაზინი გაცილებით სტაბილურია, ვიდრე ამიაკი, მისი დაშლის რეაქცია ეგზოთერმულია, რომელიც მიმდინარეობს კატალიზატორების პირობებში 200–300 ° C- ზე. გამოიყოფა ამიაკი და აზოტი:

 

გარდამავალი ლითონები როგორებიცაა: კობალტი, ნიკელი, სპილენძი და ვერცხლი ახდენს ჰიდრაზინის კატალიზაციას. ირიდიუმის, პლატინის, როდიუმისა და პალადიუმის კატალიზატორის დროს, ძირითადი დაშლის შემდგომი პროდუქტებია აზოტი და წყალბადი:

 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 hydrazine—PubChem Public Chemical Database. The PubChem Project. National Center for Biotechnology Information.
  2. NIOSH Guide—Hydrazine. Centers for Disease Control. ციტირების თარიღი: 16 Aug 2012.
  3. NIOSH Pocket Guide to Chemical Hazards. "#0329". National Institute for Occupational Safety and Health (NIOSH).
  4. Hydrazine Hydrate Market Size—Industry Share Report 2024.
  5. Adams R, Brown BK (1922). „Hydrazine Sulfate“. Organic Syntheses. 2: 37. doi:10.15227/orgsyn.002.0037.
  6. Hydrazine: Chemical product info. ციტირების თარიღი: 8 Jan 2007.
  7. Matar, Sami; Hatch, Lewis F. (2001). Chemistry of Petrochemical Processes, 2nd, Burlington: Gulf Professional Publishing, გვ. 148. ISBN 9781493303465. OCLC 990470096. 
  8. (2002) „Hydrazine“, Ullmann's encyclopedia of industrial chemistry, online, Weinheim, Germany: Wiley InterScience. DOI:10.1002/14356007.a13_177. ISBN 9783527306732. OCLC 751968805.