ქიმიური რეაქცია — ქიმიური მოვლენები, რომელთა მიმდინარეობა დაკავშირებულია ნივთიერების შემადგენლობის ცვლასთან. ქიმიური რეაქციისას ნივთიერებები ერთმანეთზე მოქმედებენ და ერთი ნივთიერებიდან წარმოიქმნება სხვა ნივთიერებები, ამის გამო ქიმიურ რეაქციებს ქიმიურ ურთიერთქმედებასაც უწოდებენ. ამ დროს მოლეკულები იშლება, ატომები კი უცვლელი რჩება.

ქიმიური რეაქციების მიმიდინარეობისათვის საჭიროა მოლეკულების ერთმანეთთან შეხება, შეჯახება. სხვადასხვა გაზებსა და ხსნარებს შორის რეაქცია რომ მოხდეს, საჭიროა მათი შერევა. წყალბადი შერევისთანავე უერთდება ფთორს. ე. ი. რეაქცია თავისთავად იწყება და მიმდინარეობს, მაგრამ ბევრი რეაქცია თავისთავად არ მიმდინარეობს. მაგალითად წყალბადისა და ქლორის ნარევში რეაქცია რომ დაიწყოს, საჭიროა ამ ნარევის დასხივება სინათლით. წყალბადისა და ჟანგბადის ნარევში რეაქცია რომ აღიძრას, საჭიროა ამ ნარევის გაცხელება ან ამ გაზების ნარევში კატალიზატორის შეტანა.

ქიმიური რეაქციის სახეები

რედაქტირება

არსებობს ოთხი ტიპის რეაქციები: დაშლის, შეერთების, ჩანაცვლების და მიმოცვლის.

დაშლის რეაქცია

რედაქტირება

ქიმიურ რეაქციებს, რომელთა მიმდევრობისას ერთი ნივთიერებისაგან მიიღება რამდენიმე ახალი ნივთიერება დაშლის რეაქციები ეწოდება. ამ ტიპის რეაქციებისათვის დამახასიათებელია ის, რომ ერთი ნივთიერების გარდაქმნით ორი ან რამდენიმე ახალი ნივთიერება მიიღება. ასე მაგალითად:გაცხელებისას ბერთოლეს მარილის დაშლით მიიღება კალიუმის ქლორიდი და ჟანგბადი:

 

შეერთების რეაქცია

რედაქტირება

ქიმიურ რეაქციებს, რომლის მიმდინარეობისას რამდენიმე ნივთიერებისაგან მიიღება ერთი ახალი ნივთიერება, შეერთების რეაქცია ეწოდება. მაგალითად: ვერცხლისწყლის დაჟანგვა ხანგრძლივი გაცხელებისას:

 

ჩანაცვლების რეაქცია

რედაქტირება

რეაქციებს, რომელთა მიმდინარეობისას მარტივი ნივთიერების ატომებით ჩაინაცვლება ატომები რთული ნივთიერების მოლეკულებში, ჩანაცვლების რეაქციები ეწოდება. თუ მეტალურ რკინას სპილენძის მარილის ხსნარში ჩავუშვებთ, რკინა სპილენძის ადგილს დაიკავებს, ხოლო სპილენძი მეტალის სახით გამოიყოფა:

 

მიმოცვლის რეაქცია

რედაქტირება

ქიმიურ რეაქციებს, რომელთა მიმდინარეობისას რთული ნივთიერებების მოლეკულები მიმოიცვლებიან თავისი შემადგენელი ნაწილებით, მიმოცვლის რეაქციები ეწოდება. მიმოცვლის რეაქციაა მაგ:

 

ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები

რედაქტირება

ქიმიურ გარდაქმნას თითქმის ყოველთვის ახლავს ენერგიის გამოყოფა ან შთანთქმა. ამ ნიშნის მიხედვით ქიმიური რეაქციები შეიძლება დავყოთ ეგზოთერმულ და ენდოთერმულ რეაქციებად.

ეგზოთერმული რეაქცია

რედაქტირება

ეგზოთერმული რეაქციის მიმდინარეობისას გამოიყოფა სითბო. მაგალითად გოგირდოვანი რკინის წარმოქმნისას გამოიყოფა სითბო, რომელსაც Q სიმბოლოთი აღნიშნავენ:

Fe + S → FeS + Q

ენდოთერმული რეაქცია

რედაქტირება

ენდოთერმული რეაქციის მიმდინარეობა დაკავშირებული სითბოს შთანთქმასთან.  

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება