ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ხსნარი ქიმიაში — ნარევი, რომელიც შედგება ორი ან მეტი ნივთიერებისგან . ის ნივთიერება, რომელშიც იხსნება სხვა ნივთიერება, ცნობილია როგორც გამხსნელი. ჩვეულებრივ, ხსნარში გამხსნელი ნივთიერება უფრო მეტია, ვიდრე გახსნილი. ხსნარში გახსნილი ნივთიერების კონცენტრაცია მასაში გამოისახება მთლიანი ხსნარის მასის პროცენტულად. ტერმინ „წყალხსნარში“ კი იგულისხმება ხსნარი სადაც ერთ-ერთი ნივთიერება აუცილებლად წყალია.[1]

მარილწყალის მომზადება წყალში სუფრის მარილის(NaCl) გახსნით.

ხსნარის ტიპები

რედაქტირება

აირადი ხსნარი

რედაქტირება

თუ გამხსნელი არის აირი მოცემულ პირობებში მასში მხოლოდ აირები იხსნება. ამგვარი ხსნარის მაგალითია ჰაერი (აზოტში გახსნილი ჟანგბადი და სხვა აირები). ლიტერატურის ნაწილში, ისინი არც კი განიხილებიან, როგორც ხსნარები, მაგრამ განიხილებიან, როგორც ნარევები.

თხევადი ხსნარი

რედაქტირება

თუ გამხსნელი თხევადია, მაშინ თითქმის ყველა აირის, სითხეების და მყარი ნივთიერებების გახსნაა მასში შესაძლებელი. ზოგიერთი მაგალითი:

  • აირი თხევად გამხსნელში
  • თხევადი თხევად გამხსნელში
  • ორი ან ორზე მეტი თხევადი ნივთიერების შერევით მაგრამ სხვადასხვა კონცენტრაციით, რთა მივიღოთ ხსნარის მუდმივა. (ხსნარის ჰომოგენიზაცია)
  • ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად წყალში ეთანოლის გახსნა.
  • მყარი თხევად გამხსნელში

მყარი ხნარი

რედაქტირება

იმ შემთხვევაში თუ გამხსნელი მყარი ნივთიერება, მაშინ მასში შეიძლება გაიხსნან აირები, სითხეები და მყარი ნივთიერებები.

  • აირი მყარ გამხსნელში
  • თხევადი მყარ გამხსნელში
  • მყარი მყარ გამხსნელში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Solutions. Washington University. ციტირების თარიღი: 13 April 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხსნარები“-დან