დიმიტრი ნალბანდიანი

დიმიტრი არკადის ძე ნალბანდიანი (სომხ. Դմիտրի Արշակի Նալբանդյան; დ. 15 სექტემბერი [ძვ. სტ. 2 სექტემბერი], 1906, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1993, მოსკოვი) — სომეხი ფერმწერი, სსრკ სახალხო მხატვარი (1969), სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1953). სოციალისტური შრომის გმირი (1976).

დიმიტრი ნალბანდიანი
დაიბადა 15 სექტემბერი, 1906(1906-09-15)[1] [2]
დაბადების ადგილი თბილისი[3] [2]
გარდაიცვალა 2 ივლისი, 1993(1993-07-02)[1] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
ჟანრი პორტრეტი, პეიზაჟი და ნატურმორტი
ჯილდოები ლენინის ორდენი ლენინური პრემია სტალინის პრემია სტალინის პრემია
სსრკ-ის სახალხო მხატვარი

1924-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ნამუშევრები: „ს. კიროვის გამოსვლა პარტიის XVII ყრილობაზე“ (1935, მოსკოვი კრემლის მუზეუმი), ა. ისააკიანის (1940, სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), ი. სტალინის (1945, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946) პორტრეტები, „ძალაუფლება საბჭოებს — მშვიდობა ხალხს“ (თანაავტორებთან ერთად, 1950, ულიანოვის საოლქო სამხატვრო მუზეუმი, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), „ოქტომბრის რევოლუციის წინ“ (1970-1973, კრემლის დიდი სასახლე, მოსკოვი). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

1992 წელს მხატვარმა თავისი ნამუშევრების კოლექციიდან გარკვეული ნაწილი მოსკოვს გადასცა, რის საფუძველზეც ქალაქის ხელისუფლებამ გამოსცა დადგენილება „სსრკ სახალხო მხატვარ დ. ა. ნალბანდიანის მუზეუმ-სახელოსნოს შექმნის შესახებ“. შემდგომში კოლექცია შეივსო სურათებითა და ფერწერული ეტიუდებით, რომლებიც მხატვრის დამ გადასცა მუზეუმს. ამჟამად ეს მუზეუმი-სახელოსნო სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება „მანეჟის“ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.[4]

დიმიტრი ნალბანდიანის ნამუშევრები ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, რუსეთის თანამედროვე ისტორიის მუზეუმში, მოსკოვის კრემლის მუზეუმში, სახელმწიფო რუსულ მუზეუმში. ერთ-ერთი ავტოპორტრეტი უფიცის გალერეაშია.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება