რუსული მუზეუმი (სანქტ-პეტერბურგი)

სახელმწიფო რუსული მუზეუმი (რუს. Государственный Русский музей), ყოფილი იმპერატორ ალექსანდრე III-ის რუსული მუზეუმი (რუს. Ру́сский Музе́й Импера́тора Алекса́ндра III; 1898 — 1917) — რუსული სახვითი ხელოვნების ნიმუშების უდიდესი საცავი სანქტ-პეტერბურგში.

მიხაილოვსკის სასახლე

მუზეუმი დაარსდა 1895 წლის 13 აპრილს ნიკოლოზ II-ის ბრძანებით მამის, ალექსანდრე III-ის ხსოვნის უკვდავსაყოფად. მისი თავდაპირველი კოლექცია შედგებოდა ერმიტაჟის მუზეუმიდან, ალექსანდრეს სასახლიდან და ხელოვნების იმპერიული აკადემიიდან წამოღებული ნიმუშებისგან. რუსეთის რევოლუციის შემდეგ მრავალი კერძო კოლექცია ნაციონალიზებულ იქნა და რუსულ მუზეუმში გადმოინაცვლა. ამ კოლექციის ნაწილი იყო კაზიმირ მალევიჩის ”შავი კვადრატის” პირველი და ყველაზე ფასდაუდებელი ვერსია.

მუზეუმის მთავარი შენობა მახაილოვსკის სასახლეა—დიდი თავადი მიხაილ პავლოვიჩის ბრწყინვალი ნეოკლასიკური რეზიდენცია, აგებული 1819-25 წლებში კარლო როსის პროექტით სანქტ-პეტერბურგის ხელოვნების მოედანზე. სასახლის ზოგიერთ დერეფანში შემორჩენილია ყოფილი იმპერიული რეზიდენციის თავდაპირველი პომპეზური ინტერიერი. მუზეუმის სხვა შენობათა შორისაა პეტრე I-ის ზაფხულის სახლი (1710-14), გრაფი ორლოვის მარმარილოს სასახლე (1768-85), იმპერატორი პავლეს წმ. მიხეილის ციხე-კოშკი (1797-1801), და რასტრელის პროექტის სტროგანოვის სასახლე ნევსკი პროსპექტზე (1752-54).

კოლექცია

რედაქტირება
 
იტალიური შუადღე, კარლ ბრულოვი
 
წმინდა ოჯახი, პაველ ფილონოვი

რუსული მუზეუმის კოლექციაში რუსული ხელოვნების შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშებია მსოფლიოში. აქ მოთავსებულია სკულპტურების, ხელოვნების ობიექტების, გრაფიკული და ფერწერული ტილოების კოლექციები, მათ შორის სახელგანთქმული პორტრეტთა გალერეა.

XVIII-XIX საუკუნეები

რედაქტირება
  • ”პომპეის ბოლო დღე”, კარლ ბრულოვი
  • ”მურთაზ ყული ხანის პორტრეტი”, ვლადიმირ ბოროვიკოვსკი
  • ”გააფრთებული ქვეწარმავალი”, ფიდელიო ბრუნი
  • ”მეცხრე ტალღა”, ივან აივაზოვსკი
  • ”პოსეიდონის ფესტივალი ელეუსინიასთან”, ჰენრიკ სიემირადზკი
  • ”ქრისტეს გამოცხადება წმინდა მარიამ მაგდალინელთან”, ალექსანდრე ივანოვი
  • ”მარია რუმიანცევას პორტრეტი”, ალექსეი ანტროპოვი
  • ”ბოგატირი”, მიხაილ ვრუბელი

თანამედროვე (XIX-XX საუკუნეები)

რედაქტირება

საბჭოთა ხელოვნება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება