ახალი ჰოლანდია (კუნძული)
ახალი ჰოლანდია (რუს. Новая Голландия) — კუნძული საადმირალოს რაიონში, სანქტ-პეტერბურგში, გარშემორტყმულია მდინარე მოიკით, კრიუკოვისა და საადმირალოს არხებით. კუნძული წარმოადგენს ადრეული კლასიციზმის უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლს. მისი ფართობი 7,8 ჰექტარია.
მშობ. სახელი: Новая Голландия | |
---|---|
გეოგრაფია | |
კოორდინატები | კოორდინატები: 59°55′44″ ჩ. გ. 30°17′24″ ა. გ. / 59.92889° ჩ. გ. 30.29000° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 1 |
ფართობი | 0,078 კმ² |
ისტორია
რედაქტირებაახალი ჰოლანდია ორი ხელოვნურად შექმნილი კუნძულისგან შედგება, რომლებიც ნევის დელტაში მდებარეობენ. ისინი შეიქმნა 1719 წელს მას შემდეგ, რაც სანაოსნოდ მდინარეების ნევისა და მოიკას შორის საჭირო გახდა კრიუკოვისა და საადმირალოს არხების გაჭრა. ლეგენდის თანახმად კუნძულს სახელი პეტრე დიდმა უწოდა. ეს სახელი კუნძულისათვის ყველაზე შესაფერისი იყო, რადგან თავიდან „ჰოლანდია“ პეტერბურგში მთავარ საადმირალოს მიმდებარე ტერიტორიას ერქვა, სადაც გემთმშენებლობისათვის საჭირო ხის მასალა იყო. არხების გაჭრის შემდგომ საწყობები გადაიტანეს ახლადწარმოქმნილ კუნძულზე, თვითონ კუნძულს კი ეწოდა ახალი ჰოლანდია. ამავდროულად ახალი ჰოლანდია პირველი სამხედრო პორტი იყო რუსეთში, რომელიც პეტრე I-ის ბრძანებით 1721 წლის 21 სექტემბერს დაარსდა.
დაახლოებით 3 საუკუნის მანძილზე კუნძულზე მნახველებს არ უშვებდნენ, ეს აკრძალვა მხოლოდ 2011 წლის 16 ივლისს მოიხსნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ახალი ჰოლანდია — კუნძულის დეველოპერების ოფიციალური საიტი (რუსული)
- ახალი ჰოლანდია nevastroyka.ru-ზე დაარქივებული 2007-02-10 საიტზე Wayback Machine. (რუსული)