დიდი სამსარი
დიდი სამსარი — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ბარალეთი).[1]
სოფელი | |
---|---|
დიდი სამსარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბარალეთი |
კოორდინატები | 41°32′19″ ჩ. გ. 43°35′56″ ა. გ. / 41.53861° ჩ. გ. 43.59889° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2000 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 337[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს სამსრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. სამსრისწყლის (ბარალეთისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე. ახალქალაქიდან დაშორებულია 29 კმ-ით.
ისტორია
რედაქტირებადიდი სამსარი მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" (1595) მიხედვით უკვე გაუკაცრიელებული ნასოფლარი ყოფილა, რომელსაც მდინარის დინების მიმართულების გათვალისწინებით, ზემო სამსარი ერქვა. როგორც ჩანს, შემდგომ ხანებში მოსულმა მოსახლეობამ ზემო და ქვემო სამსარს დიდი და პატარა შეარქვა. სოფლის ამჟამინდელი სომხური მოსახლეობა XIX საუკუნის 30-იან წლებშია მოსული ერზურუმის მხრიდან.
კულტურული მემკვიდრეობა
რედაქტირებასოფელში დგას სომხური დარბაზული ეკლესია, რომელიც ძველი ქართული ნაეკლესიარის საფუძველზე 1899 წელსაა აგებული. იქიდან გადარჩენილია ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებული ორი პატარა ქვა, რომლებზეც გამოსახულია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი. ერთ მათგანს მკლავებს შორის კოპები უზის. ეკლესიის გალავნის შიგნით ძველი სასაფლაოა. საფლავის დამუშავებულ ქვებს შორის არის ყოჩებისა და ცხენის ქანდაკებებიც. ეკლესიის მახლობლად გადის კლდეში გაჭრილი საურმე გზა, რომელიც ამ კლდეკარით მდინარის ვიწრო კანიონში ჩადის და პატარა სამსარში მიდის.
სოფლის მახლობლად, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, კანიონის კლდის მასივში მდებარეობს VIII-IX საუკუნეების კლდეში ნაკვეთი საეკლესიო კომპლექსი. შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 337 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 379[2] | ||
2014 | 337 | 164 | 173 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 538.
- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- ხარაძე კ, ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, გვ. 41, თბ., 2003.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.