დესი
დესი — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს თრუსოს ხეობაში, ზღვის დონიდან 2250 მეტრის სიმაღლეზე, სტეფანწმინდიდან დაშორებულია 38 კილომეტრით. 2002 და 2014 წლების აღწერებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.
დესის განაპირას, პატარა მდინარის პირას, დგას XIX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმ. გიორგის პატარა ეკლესია. ძეგლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვაჯვარია აღმართული. გეგმით მართკუთხა ეკლესიას აღმოსავლეთით ერთადერთი კარი აქვს გაჭრილი. ინტერიერის დასავლეთ კედელში ორი პატარა ნიშია. ჭერი ბრტყელია და შეფიცრული, ფასადები — მარტივი. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილი და შეთეთრებულია, გადახურულია თუნუქის ორქანობიანი სახურავით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 157 | 76 | 81 |
2002[3] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 480.
- ბაგრატიონი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 20.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II