დასავლეთი შპიცბერგენი

დასავლეთი შპიცბერგენიკუნძული ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, შპიცბერგენის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული. ეკუთვნის ნორვეგიას. ფართობი 39 ათასი კმ². მოსახლეობა 2 733 (2009). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ლონგირი.

დასავლეთი შპიცბერგენი
მშობ. სახელი: Spitsbergen
გეოგრაფია
მდებარეობა ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე
კოორდინატები 78°45′00″ ჩ. გ. 16°00′00″ ა. გ. / 78.75000° ჩ. გ. 16.00000° ა. გ. / 78.75000; 16.00000
ფართობი 39,0 კმ²
დემოგრაფია
მოსახლეობა 2,733 (2009)
დასავლეთი შპიცბერგენი — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე
დასავლეთი შპიცბერგენი

ნაპირები დანაწევრებულიია ფიორდებით. აგებულია სხვადასხვა ასაკის მეტამორფული და დანალექი ქანებით. გვხვდება ამონთხეული ქანებიც. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის ბევრი ჩამქრალი ვულკანი და თერმული წყარო. ზედაპირზე ჭარბობს ქედები, მაღალი ზეგნები და განიერი ხეობები. რელიეფის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს გამყინვარება. მყინვარების ფართობია 21,2 ათასი კმ². ჰავა არქტიკულია, კუნძულის დასავლეთ ნაწილში, შპიცბერგენის თბილი დინების გავლენით ჰავა უფრო რბილია. სანაპიროებზე საშუალო ტემპერატურა ივლისში დაახლოებით 5 °C, იანვარში -10-დან -13 °C-მდე. ნალექები კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე 300-400 მმ წელიწადში, ცენტრალურ რაიონებში 200 მმ. მყინვარების ზედაპირზე 800-დან 1200 მმ-მდე. ნალექები ძირითადად თოვლის სახით მოდის.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

მცენარეული საფარი ღარიბია, ჭარბობს ხავსი და ლიქენი. არის ჯუჯა პოლარული არყი და ტირიფი. ცხოველებიდან გვხვდება თეთრი დათვი, ჩრდილოეთის ირემი, ყარსაღი და გრენლანდიიდან შემოყვანილი ცხვარხარი. სანაპირო წყლებში ბევრია გრენლანდიის სელაპი, ბინადრობს 90-მდე სახეობის გარეული ფრინველი. იღებენ ქვანახშირს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: