შპიცბერგენი
შპიცბერგენი იგივე სვალბარდი (ნორვ. Svalbard, რუს. Шпицберген, გერმ. Spitzbergen) — ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე ფართო პოლარული არქიპელაგი ჩრდილოეთის განედის 76° 26' და 80° 50' და გრინვიჩიდან აღმოსავლეთის გრძედს შორის 10° და 32°. ნორვეგიის სამეფოს ყველაზე ჩრდილოეთი მხარე. ადმინისტრაციული ცენტრი — ლონგირი. არქიპელაგი და მიმდებარე წყლები დემილიტარიზებული ზონაა.
შპიცბერგენი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ლონგირი 78°07′ ჩ. გ. 16°54′ ა. გ. / 78.117° ჩ. გ. 16.900° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ნორვეგიული, რუსული | |||||
რელიგია | ლუთერანობა, მართლმადიდებლობა | |||||
მთავრობა | ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიები | |||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 61 022 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 შეფასებით | 2642 | ||||
აგი (2007) | 0.967 | |||||
ვალუტა | ნორვეგიული კრონა (NOK ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
Internet TLD | .no | |||||
სატელეფონო კოდი | +47 |
შპიცბერგენი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაა, სადაც მუდმივი მოსახლეობა ცხოვრობს, რაც 2012 წლის მონაცემებით 2642 ადამიანს შეადგენდა, რომლებიც ქვეყნის ორ ქალაქში არიან გადანაწილებული: ლონგირსა (~2000) და ბარენცბურგში (~500), სხვა დასახლებულ პუნქტებში მუდმივი მოსახლეობა ან არ არის, ან რამდენიმე ადამიანითაა წარმოდგენილი.
ეთნიკური შემადგენლობის მხრივ შპიცპერგენი არაერთეროვანია, ლონგირში ძირითადად ნორვეგიელები (ქვეყნის მოსახლეობის 72 %) და მცირე ოდენობით შვედები, დანიელები, გერმანელები და ტაილანდელები, ხოლო ბარენცბურგში რუსები და რუსულენოვანი უკრაინელები და პოლონელები ცხოვრობენ (საერთო რაოდენობით 449 ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 17 %).
გეოგრაფია
რედაქტირებასვალბარდი 1920 წლის ხელშეკრულების თანახმად მოიცავს ყველა იმ კუნძულს, რაც მოქცეულია ჩრდილოეთის განედის 74° და 81° შორის და გრინვიჩიდან აღმოსავლეთის გრძედს 10° და 32° შორის. ეს ტერიტორია 93-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 61 723 კმ²-ია.
ყველაზე მსხვილი კუნძულები:
- (დასავლეთი) შპიცბერგენი — 37 673 კმ²
- ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა (ნორდაუსტლანდეტი) — 14 443 კმ²
- ეჯი (ეჯეია) — 5074 კმ²
- ბარენცის კუნძული (ბარენცეია) — 1288 კმ²
- თეთრი კუნძული (კვიტეია) — 682 კმ²
- პრინც კარლის მიწა — 615 კმ²
- კონგსეია — 191 კმ²
- დათვის კუნძული (ბიერნეია) — 178 კმ²
- სვენსკეია — 137 კმ²
- ვილჰელმეია — 120 კმ²
- ყველა სხვა — 621 კმ²
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sysselmannen.no დაარქივებული 2011-07-23 საიტზე Wayback Machine. – website of the Governor of Svalbard
- Svalbard Tourism დაარქივებული 2006-01-14 საიტზე Wayback Machine. – website of the official tourist board
- TopoSvalbard – Interactive Svalbard map by the Norwegian Polar Institute