ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა
ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა (ნორვ. Nordaustlandet) — მეორე უდიდესი კუნძული შპიცბერგენის არქიპელაგში, ნორვეგია. კუნძულის ფართობი შეადგენს 14 443 კმ². სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს დასავლეთი შპიცბერგენი. მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა გამოყოფილია ჰინლოპენის სრუტით. კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია მყინვარებს, მათგან ფართობით ყველაზე დიდია აუსტფონა და ვესტფონა. კუნძულის ძირითადი ნაწილი, მოქცეულია ტუნდრაში. ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა, ჩრდილოური ირემის და მორჟის საცხოვრებელი ადგილია. შპიცბერგენის არქიპელაგის ეს მიდამოები სრულიად უკაცრიელია. კუნძული დაუსახლებელია.
კუნძულის უმაღლესი წერტილი შეადგენს 700 მეტრს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Conway, W. M. 1906. No Man’s Land: A History of Spitsbergen from Its Discovery in 1596 to the Beginning of the Scientific Exploration of the Country. Cambridge: At the University Press.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დასავლეთ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა დაარქივებული 2004-12-09 საიტზე Wayback Machine.
- აღმოსავლეთ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა დაარქივებული 2004-12-08 საიტზე Wayback Machine.
- ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწის რუკა დაარქივებული 2011-10-07 საიტზე Wayback Machine.
- ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწის გეოლოგია დაარქივებული 2011-10-07 საიტზე Wayback Machine.