დანო
დანო — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული თუშეთი), ისტორიული თუშეთის სამციხის (პირიქითა) თემში.
მდებარეობს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე პირიქითი ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 2040 მეტრის სიმაღლეზე, ახმეტიდან 102 კილომეტრის დაშორებით.
დემოგრაფია
რედაქტირებაXIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 40 კომლი. 1920-იან წლებში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო 13 კომლი (თავბერიძე, ალხანაიძე, შახაძე, თათარაიძე, ლუხუმაიძე, ხელაიძე, ხაპრიძე, ომარაიძე, სულ 53 ადამიანი). მოგვიანებით სოფლის მოსახლეობა კახეთში ჩასახლდა. 2002 და 2014 წლების აღწერების მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 375.;
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.