დავით კინწურაშვილი
დავით კინწურაშვილი (დ. 14 ივლისი, 1978 თბილისი) — ქართველი დირიჟორი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1996 წელს დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი, 2002 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (გუნდის დირიჟორობა).
2000-2002 წლებში იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ესპანურ-ქართული გუნდის „Cantus Choralis“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 2000-2002 წლებში თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი. 2006 წელს მოიპოვა მიუნხენის მუსიკისა და თეატრის Hohschule-ს საორკესტრო დირიჟორის დიპლომი, ხოლო 2008 წელს საორკესტრო დირიჟორის მაგისტრის ხარისხი. 2011 წელს ლატვიის კულტურის აკადემიის კულტურისა და მედიის მენეჯმენტის მაგისტრის წოდება. 2009-2011 წლებში იყო ჰამბურგის მუსიკალური და თატრალური უმაღლესი აკადემიის საორკესტრო სადირიჟორო ფაკულტეტის სტუმარი-სტუდენტი, პედაგოგი ქრისტოფ პრიკისი. ამავე წლიდან მუშაობდა ჰამბურგის კონსერვატორიაში სასწავლო პროექტ GUS-ის ფარგლებში საორკესტრო სადირიჟორო ფაკულტეტის მუსიკალურ პროექტებზე, მათ შორის: „ოპერა ყველა ბავშვს“, ფესტივალი „ჟღერა და სივრცე“, პროფესორ ბ. ვაილის ასისტენტი, ახორციელებდა ფესტივალის მენეჯმენტსა და მარკეტინგს. მასტერკლასები გაიარა 2007, 2009, 2010 წლებში პროფესორებთან: კ. მაზურთან, დ. ბოსტოკთან, ქ. პრიკისთან. უდირიჟორა: მიუნხენის, ინგოლშტადტის, ბავარიის, კანადის, შვეიცარიის, ვენის, ჰამბურგის სიმფონიურ ორკესტრებსა და საოპერო სპექტაკლებს. 2010-2014 წლებში იყო მიუნხენის ელიზაბეთ გასტის ხელოვნების ფონდის მუსიკალური ხელმძღვანელი, მიუნჰენის „ბავარიის საბავშვო და ახალგაზრდული ფილარმონიის ორკესტრისა და გუნდის“ პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი. 2013 წლიდან თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური მენეჯმენტის ფაკულტეტის პედაგოგი („Basic of Management“, „Music Management“). 2014 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ატარებს მასტერკლასებს: თბილისის კონსერვატორიაში, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში. შეასრულა შემდეგი რეპერტუარები საქართველოში: ჰაიდნი ორატორია „სამყაროს შექმნა“ (2015), ოთარ თაქთაქიშვილი „მინდია“, ვერდი „აიდა“, „ტრუბადური“, „ბალ-მასკარადი“, „რიგოლეტო“, „ნაბუკო“, დონიცეტი „დონ პასკუალე“, ლეონკავალო „ჯამბაზები“ (ყველა საკონცერტო შესრულება), მოცარტი „ჯადოსნური ფლეიტა“. რეპერტუარი შესრულებული უცხოეთში: როსინი „კონკია“, ვაგნერი „მფრინავი ჰოლანდიელი“, გლუკი „ალცესტა“, ბრუკნერი სიმფონია №9. მონაწილეობდა ფესტივალში: თბილისის „საახალწლო ფესტივალი“, „ზამთრის აკადემია“, ჰამბურგის წმინდა იაკობის საკათედრო ტაძარში მიუნხენის ქართულ გუნდთან „იბერი“. 2014-2016 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 260