დავითი (ბურდულაძე)

ქართველი საეკლესიო მოღვაწე

დავითი (ბურდულაძე) (დ. 12 მარტი, 1877 — გ. 1963) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში დავით აღათონის ძე ბურდულაძე, დაიბადა 1877 წლის 12 მარტს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში, მედავითნის ოჯახში. დაამთავრა სიღნაღის სასწავლებელი. 1898 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ გამწესებულ იქნა თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო გალობას.

1915 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1929 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისათვის, ხოლო 1944 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იგი აღადგინა მღვდლის ხარისხში. 1952 წლიდან დეკანოზი და ალავერდის ეპარქიის მთავარუხუცესია. 1958 წლის 8 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა, 9 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1958 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის მიერ ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად.

ეპისკოპოსი დავითი გარდაიცვალა 1963 წლის აპრილში, 86 წლის ასაკში. დაიკრძალა თელავის საერო სასაფლაოზე, საიდანაც 1995 წელს ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით გადაასვენეს ალავერდის საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 208-209.