ვაქირისოფელი საქართველოში კახეთის მხარე), სიღნაღის მუნიციპალიტეტში (ვაქირის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვაქირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თემი ვაქირი
კოორდინატები 41°38′29″ ჩ. გ. 45°55′23″ ა. გ. / 41.64139° ჩ. გ. 45.92306° ა. გ. / 41.64139; 45.92306
ცენტრის სიმაღლე 320
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1950[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ვაქირი — საქართველო
ვაქირი
ვაქირი — კახეთის მხარე
ვაქირი
ვაქირი — სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ვაქირი

მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 420 მ-ზე, სიღნაღიდან 9 კმ-ში.

ვაქირი პირველად მოხსენიებულია 1710 წლის ერთ საბუთში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „სიღნაღს დასავლით და ჩდილოთ აქვს ხევი ანაგისა... აღმოსავლით ვაქირი“. 1772 წელს ამ სოფელში ერეკლე II-ის უშუალო დახმარებით მუშაობდა გერმანელი სწავლული იოჰან გიულდენშტედტი. ვაქირი, როგორც საუფლისწულო მამული, შეტანილია ბატონიშვილ დავითისა და მისი მეუღლის, ელენეს ქონების აღწერის დავთარში.

სოფელში დგას შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ნათლისმცემლის სამეკლესიიანი ბაზილიკა. ვაქირში ასევე არის კვირაცხოვლის 2 ეკლესია: ერთი — ადრეული შუა საუკუნეების და ერთიც — XVIII საუკუნის, ასევე XIX საუკუნის საყდარი (სავარაუდოდ, ვაქირის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მეტრიკულ წიგნში მოხსენიებული წმ. პროკოფის ეკლესია) და სოფლის დასავლეთით, სასაფლაოზე მდებარე ეკლესია — „ნატვრის წმინდა გიორგი“. საერო არქიტექტურიდან აღსანიშნავია XVII საუკუნის „ყოჩიაანთ“ ციხე-ბურჯი (სოფლის ცენტრში) და ხატიაშვილების სახლი (1900 წ.). სოფელში არის მწერალ ილო მოსაშვილის და ექიმ ალექსანდრე გზირიშვილის სახლ-მუზეუმები (ორივე გაიხსნა 1983 წელს).

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1950 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 4126
1911[3]   4142
2002[4]   2937 1349 1588
2014[1]   1950 937 1013

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბეგიაშვილი ლ., სიღნაღი. გზამკვლევი, თბ., 1982.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № იოანე ნათლისმცემლის ეკლესია № 7212
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ძველი კვირაცხოვლის ეკლესია № 12905
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ახალი კვირაცხოვლის ეკლესია № 12836
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № წმ. პროკოფის სახელობის ეკლესია (?) № 12815
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № „ყოჩიაანთ“ ციხე-ბურჯი № 18696
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 211.
  3. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 137.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II