ვაქირის კვირაცხოვლის ეკლესია
ვაქირის კვირაცხოვლის ეკლესია, „ძველი კვირაცხოველი“ — ადრეული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ვაქირში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი).
ზომით მცირე დარბაზული ტიპის ეკლესიაა. ნაგებია შირიმისა და რიყის ქვით. გადაკეთებულია. დასავლეთის სარკმლის თავზე ბოლნური ჯვარია. სამხრეთის ფასადზე, კარის მარჯვნივ შვიდსტრიქონიანი დაზიანებული ასომთავრული წარწერაა, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით IX-X საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანებში უნდა იყოს აგებული ეკლესიაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოდრია თ. ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, სიგკ, 1982, ტ. VI, გვ. 89.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013. — გვ. 215.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12905