ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ვაქირში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი). თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. ის მეორედ აღუდგენია 1555 წელს კახეთის მეფე ლევანს.
ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°38′31″ ჩ. გ. 45°55′12″ ა. გ. / 41.642139° ჩ. გ. 45.920000° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ვაქირი |
დეტალები
|
ვაქირის „ნათლისმცემელი“ სამეკლესიანი ბაზილიკაა, რომელსაც გვიანდელი გადაკეთებების კვალი ეტყობა. ნაგებია რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით მთავარი (შუა) ეკლესიის გვერდებზე. ნაგებობა ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სიგრძივი ღერძით. გვერდითა ეკლესიები მცირედით მოკლეა, მთავარ ნავთან შედარებით. მოწყობილია შუა ეკლესიასთან დაკავშირებული მცირე სათავსები (სადიაკვნე და სამკვეთლო). მთავარი ეკლესიის კედელი წინწამოწეულია. მთავარი – შუა ეკლესიის იატაკი თითქმის 1 მეტრამდეა შემაღლებული, მოწყობილია დამატებითი საბჯენები თაღებისათვის, შეცვლილია გვერდითი ეკლესიების თავდაპირველი სახე. შესასვლელი ორია — დასავლეთითა და სამხრეთით. კედლებზე გამოსახულია წრეში ჩასმული ბოლნური ჯვარი. ეკლესიას დასავლეთიდან XIX საუკუნეში აგებული სამსართულიანი სამრეკლო აქვს მიდგმული.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი რ., ნანობაშვილი ბ., ვაქირი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 195-196.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 215, თბ., 2013 წელი.
- შუბითიძე ვ., ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, თბ., 2012. — გვ.112.
- თოდრია თ. ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, სიგკ, 1982, ტ. VI, გვ. 89.
- Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959. — გვ. 186.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7212
- ვაქირის ეკლესია (სიღნაღის რ-ნი) — საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.