მთავარი მენიუს გახსნა

მიტროპოლიტი აბბა დავითი (ერისკაცობაში — ირაკლი რომანის ძე მახარაძე; დ. 3 თებერვალი, 1960, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე; ანგელოზის დღე — ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი (ღირსი დავით გარეჯელის ხსენება); კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში.

მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
დავითი (მახარაძე)Mitropoliti daviti1.jpg
დროშა
ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაCoat of Arms of Georgian Orthodox Church.svg
 
განათლება: თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
დაბადების სახელი: ირაკლი რომანის ძე მახარაძე
დაბადება: 2 მარტი, 1960 (1960-03-02) (59 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 1991 წლის 28 ოქტომბერი
დიაკვნად კურთხევა: 1988 წლის 23 ნოემბერი
მღვდლად კურთხევა: 1988 წლის 25 დეკემბერი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1992 წლის 24 მაისი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 1996 წლის 25 დეკემბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2000 წლის 28 ნოემბერი

ბიოგრაფიარედაქტირება

ირაკლი 1991 წლის 28 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მანამდე კი, 1988 წლის 23 ნოემბრიდან დიაკვანი, ამავე წლის 25 დეკემბრიდან კი მღვდელი იყო. 1992 წლის 24 მაისს ეპისკოპოსად აკურთხეს და ნიკორწმინდის ეპარქიის წინამძღვრად დაინიშნა, ამავე წელს კი ბოდბის ეპარქიის წინამძღვრად,1993 წელს კი, ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1992 წლიდან 1995 წლამდე საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, 1996 წლის 25 დეკემბერს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. 2000 წლის 28 ნოემბერს, მღვდელმთავრის უმაღლესი წოდება — მიტროპოლიტობა მიანიჭეს.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება