მარიამ დავითაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან დავითაშვილი, მარიამ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავითაშვილი.

მარიამ (მერი) პეტრეს ასული დავითაშვილი (დ. 14 ნოემბერი [ძვ. სტ. 1 ნოემბერი], 1907, სოფ. მელაანი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აგვისტო, 1975, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1960).

მარიამ დავითაშვილი
დაბადების სახელი მარიამ დავითაშვილი
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1907
სოფ. მელაანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 2 აგვისტო, 1975 (67 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ბაქოს ქალთა გიმნაზიაში, ხოლო 1920 წლიდან მისი ოჯახი ხაშურში გადავიდა საცხოვრებლად და აქედან იწყება მომავალი მსახიობის თეატრით გატაცება. ადგილობრივ დრამატულ წრეში მან შეასრულა თელის როლი უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალურ კომედიაში „არშინ მალ-ალან“.

1920 წელს შევიდა აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში, რომელიც დაამთავრა 1926 წელს. 1927 წლიდან დიდი წარმატებით დამოდის თბილისის მუშათა თეატრში, ხოლო ერთი წლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილის მიწვევით გადადის ქუთაის-ბათუმის თეატრში. აქ მსახიობმა შექმნა ისეთი დაუვიწყარი სახეები, როგორიცაა: ხორეშანი ილია ჭავჭავაძის („კაცია ადამიანი?!“), ანა პავლოვნა ა. სამსონიას („ბაგრატიონი“), პეპელა გიორგი მდივნის („ვარდო“), ნანინი ალექსანდრე დიუმა-შვილის („მარგარიტა გოტიე“), კარმინია უილიამ შექსპირის („ანტონიოს და კლეოპატრა“), ძიძი ნაზიმ ჰიქმეთის („ლეგენდა სიყვარულზე“), ნიმფა მარიკა ბარათაშვილის („ჩემი ყვავილეთი“) და სხვა. დაუვიწყარია მერი დავითაშვილის მიერ შექმნილი სახეები ქართულ კინოშიც: თიმსალ-მაკო („ბაში-აჩუკი“), მარიამი („ნინო“), თებრო („თეთრი ქალიშვილი“) და განსაკუთრებით ქაბატო („ქეთო და კოტე“).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 120, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება