მელაანი
მელაანი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 750 მეტრი, გურჯაანიდან 25 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1079 ადამიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
მელაანი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | მელაანი |
კოორდინატები | 41°38′55″ ჩ. გ. 45°47′09″ ა. გ. / 41.64861° ჩ. გ. 45.78583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 97,5 %, აზერბაიჯანელები 1,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია რედაქტირება
სოფლის ტერიტორიიდან ცნობილია პალეონტოლოგიური მასალები, ცხოველთა გაქვავებული ძვლების სახით. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან დასახლდა. არქეოლოგიური მასალით მტკიცდება ხანგძლივი დროის მანძილზე ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალი მელაანის და მის გარშემო ტერიტორიაზე, რასაც ხელს უწყობდა სოფლის მდებარეობა. ბუნებრივი პირობები ხელსაყრელი იყო მეურნეობის მრავალი დარგის, მათ შორის მემინდვრეობის, მესაქონლეობის და განსაკუთრებით მევენახეობის განვითარებისათვის.
გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში მელაანში, მელი-ღელესა და არაშენდას მახლობლად სამოსახლოსაგან გამოყოფილი ოთხი სამლოცველო ყოფილა, რაც მკვლევარებს აფიქრებს რომ აქ რაღაც რელიიური ცენტრი არსებობდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ამ მხარის ტოპომინიკა: მელაანი, მელიღელე, გადრეკილი, რაც შესაძლოა საქართველოში გავრცელებულ ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებების „მელია ტულეპიას“ და „ადრეკილიას“ სახელწოდებებს უკავშირდება.
ძვ. წ. I ათასწლეულში მელაანი სკვითებს დაულაშქრავთ. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, XVI საუკუნის შუა წლებიდან სოფელი ჭერემის საეპისკოპოსოს დაქვემდებარებაში იყო. ამ საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ, თეიმურაზმა და ერეკლემ მელაანი ბოდბელ მეტროპოლიტ იოანეს გადასცეს. პარალელურად სოფლის ყმა-მამულზე ცალკეულ ფეოდალთა ანდრონიკაშვილები , მოურავისშვილების, ყარაბუდაღიშვილების უფლებებიც გავრცელდა. 1802 წელს სოფელი მელაანი ლეკებმა ააოხრეს.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
- მელაანის არქეოლოგიური ძეგლები
- მელი-ღელე
- მელაანის მეორე კოშკი
- მელაანის მეორე ნამოსახლარი
- მელაანის მეორე სამლოცველო
- მელაანის მესამე სამლოცველო
- მელაანის პირველი კოშკი
- მელაანის პირველი ნამოსახლარი
- მელაანის პირველი სამლოცველო
- მელაანის სადგომი სახელოსნო
- მელაანის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია
- მელაანის ღვთისმშობლის ეკლესია
- მელაანის წმინდა ბარბარეს ეკლესია
- მელაანის წმინდა გიორგის ეკლესია
- მელაანის წმინდა მარინეს ეკლესია
- ლაკბისხევის სადგომი
- მაიაკის ნამოსახლარი
- სამგლე სერის ნამოსახლარი
- საყდრისგორის ნამოსახლარი
- შანას საყდარი
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- მელაანის ეკლესია (გურჯაანის რ-ნი), საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 554.
- კახიძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 183.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ მელაანში ახალი სკოლა შენდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-15. ციტირების თარიღი: 2011-07-19.