დაგვა
სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში
დაგვა (ყოფ. ზედა დაგვა) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი დაგვა).
სოფელი | |
---|---|
დაგვა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | დაგვა |
კოორდინატები | 41°45′00″ ჩ. გ. 41°48′40″ ა. გ. / 41.75000° ჩ. გ. 41.81111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2032[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 96,2 %, ბერძნები 3,2 %, რუსები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთ მთისწინეთში, მდინარე დეხვის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 200 მ-ზე, ქობულეთიდან 9 კმ დაშორებით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2032 კაცი.[1]
ისტორია
რედაქტირება1890 წელს სოფელში გაიხსნა სასწავლებელი.[2] 1905 წლის 4 სექტემბერს სოფელში შედგა გურიის რესპუბლიკის სასამართლო პროცესი იმავე წლის 5 აგვისტოს ჯუმათის მონასტრის ძარცვის საქმეზე დამნაშავეთა გასასამართლებლად. პროცესს დაახლოებით 3-4 ათასი კაცი და ქალი დაესწრო..[3]
საბჭოთა პერიოდში ეწოდებოდა ზედა დაგვა და შედიოდა ბობოყვათის სასოფლო საბჭოში, განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 3432[4][5] |
2014 | 2032[1] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 247.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 494.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 327.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ გოგოლიშვილი ო., განათლების ისტორიიდან აჭარაში // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, თბილისი, 2020, № 1, გვ. 284.
- ↑ ს. ჩ.-ლი, წერილები // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 1905, № 2948, გვ. 4.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.