ბობოყვათი

სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ბობოყვათისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბობოყვათი, ქვედა დაგვა). მდებარეობს მდინარე დეხვის ნაპირებზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 60 მ. სოფელში არის რკინიგზის ბაქანი სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2282 კაცი[1]. ბობოყვათი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია. სოფელში აღმოჩემილია ძვ. წ. XII-XI საუკუნეების კოლხური კულტურის დამახასიათებელი ძეგლი. ბობოყვათის განძი, რომელიც დაცულია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. სოფელში მდებარეობს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია, რომელიც ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაა.[2]

სოფელი
ბობოყვათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი ბობოყვათი
კოორდინატები 41°46′22″ ჩ. გ. 41°47′37″ ა. გ. / 41.77278° ჩ. გ. 41.79361° ა. გ. / 41.77278; 41.79361
ცენტრის სიმაღლე 60
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2282[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,7 %, ჩინელები 1,3 %, რუსები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბობოყვათი — საქართველო
ბობოყვათი
ბობოყვათი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ბობოყვათი
ბობოყვათი — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ბობოყვათი

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1908[3] 243
2002 2859[4][5]  
2014 2282[1]  

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ბობოყვათში დაიბადა ქართველი ჯაზ-მომღერალი ნინო ქათამაძე.

ლიტერატურა

რედაქტირება