ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრიჩის გვირაბი (ხორ. Tunel Grič) — საფეხმავლო გვირაბი, რომელიც მდებარეობს ზაგრების ცენტრში, ისტორიული უბნის გრიჩის ქვეშ (ასევე ცნობილი როგორც ჰრადეც ან გორნი-გრადი). ნაგებობა შედგება ცენტრალური დარბაზისგან, რომელიც ორი გადასასვლელით უკავშირდება დასავლეთით მესნიჩკას ქუჩას და აღმოსავლეთში სტეპან რადიჩის ქუჩას. კიდევ ოთხ გასასვლელი მიდის სამხრეთისაკენ. გვირაბი მეორე მსოფლიო ომის დროს აშენდა უსტაშას მთავრობის მიერ, როგორც თავშესაფარი დაბომბვის დროს, მაგრამ ომის შემდეგ ის სწრაფად გაპარტახდა. გვირაბი მხოლოდ 1990-იან წლებში ისევ გამოიყენეს, როდესაც ხორვატიაში ერთ-ერთ პირველ რეივს უმასპინძლეს. გვირაბი,ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს ისევ თავშესაფარი გახდა. 2016 წელს გვირაბს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და გაიხსნა საზოგადოებისთვის, გახდა ტურისტული ღისრშესანიშნაობა და ადგილი სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის. ამჟამად იგეგმება გვირაბში მუზეუმის მოწყობა და ორი ლიფტის დამონტაჟება.

გვირაბი ვრცელდება 350 მეტრზე მესნიჩკას ქუჩიდან სტეპან რადიჩის ქუჩამდე[1][2] .მისი სიგანე 3, 2 მეტრია.[3] ცენტრალური დარბაზის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია,[4] ხოლო სიგანე 5, 5 მეტრი.[1] გვირაბს აქვს ექვსი გასასვლელი: დასავლეთით — მესნიჩკას ქუჩამდე, აღმოსავლეთით — რადიჩის ქუჩაზე #19 სახლის ეზომდე და ოთხი განშტოება მიემართება სამხრეთით ილიცასა და იოსიპ ტომიჩის ქუჩების სახლების ეზოებში. ამ გასასვლელებიდან ერთ-ერთს მივყავართ ტომიკას ქუჩაზე (ხელოვნების პარკი) № 5ა-მდე, მეორეს კი — ილიკაზე № 8 ქუჩაზე. დარჩენილი ორი განშტოება (ილიცას № 28 და № 30 სახლებამდე) ბოლომდე არ არის დასრულებული. გვირაბის ფართობი დაახლოებით 2200 კვადრატული მეტრია. გვირაბი ღიაა საზოგადოებისთვის ყოველდღე 9:00 საათიდან 21:00 საათამდე.[5][2]

მშენებლობა

რედაქტირება
 

1943 წელს, ზაგრების დაბომბვის შიშით,[6] ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს (NDH) პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა მანდიჩმა ბრძანა გორნი-გრადის ბორცვის ქვეშ საზოგადოებრივი თავშესაფრის შექმნა. თავშესაფარი, მისი მოთხოვნების შესაბამისად, დერეფნებით უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ბორცვის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებთან. გვირაბის დაგეგმვასა და მშენებლობაზე 141,2 მილიონი კუნა HRK გამოიყო. გვირაბის პროექტირება დაევალათ ინჟინერებს აბრამოვიჩს, სენჯაკოვიჩს და ვაიდას. თავდაპირველად გვირაბის მშენებლობა 90 სამუშაო დღეში იყო დაგეგმილი, მაგრამ მისი ღირებულება მაღალი ინფლაციის გამო 490 მილიონ კუნამდე გაიზარდა და გახსნის თარიღი 1944 წლისთვის გადაიდო.

მალე გვირაბის პროექტი კრიტიკის ქვეშ მოექცა. 1944 წლის თებერვალში ზაგრების სამშენებლო კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „სატრანსპორტო კავშირებისთვის თავშესაფრის შექმნა სრულიად შეუსაბამოა“ და რომ „მას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა“. კომიტეტის კიდევ ერთი არგუმენტი იყო ის, რომ ეს გვირაბი მხოლოდ 5000 ადამიანს იტევდა და, შეფასებით, მისი მშენებლობის ღირებულება ერთ ადამიანზე 60000 კუნა იყო — რომელიც კომიტეტმა ძალიან მაღალ ფასად მიიჩნია. მიუხედავად ამისა, გვირაბის მშენებლობა გაგრძელდა, თუმცა პროექტის ზოგიერთი დეტალი არ განხორციელებულა. 1944 წლის მაისში ზაგრების მერმა ივან ვერნერმა უარი თქვა ფართო ცენტრალური დარბაზის შექმნის გეგმაზე. გვირაბი ძირითადად აშენდა ადგილობრივი მასალების გამოყენებით, როგორიცაა ხრეში ზაგრების მიმდებარე ტერიტორიიდან და ხე ბოსნიიდან.

1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გვირაბი გარემონტდა. ჩატარდა სამუშაოები ტენიანობისგან დასაცავად. 1949 წელს გვირაბი საწყობად გამოიყენა საკვების მწარმოებელმა კომპანიამ Malina. 1949 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი ვარაუდობდა გუპჩევა-ზვეზდას მიდამოში მიმავალი კიდევ ერთი დერეფნის აშენებას. ეს პროექტი ვერ განხორციელდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ აშენდა თითქმის 100 მეტრის სიგრძის ცენტრალური დარბაზი. ზაგრების კულტურული და საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ემილ მატეშიჩი, მიიჩნევს, რომ მისი მშენებლობა ცივი ომის დროს დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია და განხორციელდა ფარულად — გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს მიერ.

გაპარტახება

რედაქტირება

XX საუკუნის შუა წლებიდან გვირაბმა შეწყვიტა დანიშნულებისამებრ გამოყენება და თავშესაფარი გახდა უსახლკაროებისა და ნარკომანებისთვის.[7] პოლიციის მოხსენებაში, დაახლოვებით 1950 წელს, ნათქვამია, რომ მაცხოვრებლები გვირაბს იყენებდნენ სითბოს და თავშესაფრისთვის,ასევე შეხვედრების ადგილად. იუგოსლავიის მთავრობის გულგრილობამ გვირაბის მიმართ გააჩინა უამრავი ქალაქური ლეგენდები, მათ შორის დერეფნების სავარაუდო არსებობა, რომელიც მიდის ხორვატიის ტაძრის შენობამდე წმინდა მარკის მოედანზე (გორნი გრადის ცენტრში) და ზაგრების ობსერვატორიისკენ.[7]

გრიჩის გვირაბი არ იყო ნახსენები მედიაში 1993 წლამდე, იმ მომენტამდე, სანამ არ ჩატარდა Under City Rave-ს, ერთ-ერთ პირველ რეივი (ორგანიზებული ცეკვის საღამო დიჯეებით და ელექტრონული მუსიკით) ხორვატიაში,[8][9] რომელიც ორგანიზებული იყო სატელევიზიო შოუს Top DJ Mag-ის წევრებისა და დიჯეების მიერ გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.[4] იმ დროს გვირაბი ეკუთვნოდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 3000-ზე მეტმა ადამიანმა, რაც ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი და გვირაბის ინფრასტრუქტურის დაშვებაზე ბევრად მეტი იყო.[10][11] 1994 წელს დედამიწის დღესთან დაკავშირებით გვირაბის დერეფნებში გამოფენა მოეწყო. დამოუკიდებელი ხორვატიის ომის დროს 1991 წლიდან 1995 წლამდე შენობა გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ — როგორც თავშესაფარი დაბომბვისას.[12][2]

რეკონსტრუქცია

რედაქტირება

XXI საუკუნის დასაწყისში წამოაყენეს გვირაბის რეკონსტრუქციის რამდენიმე წინადადება, მათ შორის მუზეუმის შექმნა და ორი ლიფტის დამონტაჟება, რათა ხალხს შეეძლოს გორნი-გრადაში მოხვედრა ტუშკანაჩის მიკრორაიონიდან ციცაბო ბორცვის ფეხით გავლის გარეშე. ამ გეგმის განხორციელება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2015 წლის აპრილში,[13] საბოლოოდ გამოცხადდა რეკონსტრუქციის გეგმა, ხოლო სამუშაოები დაიწყო 2016 წლის 18 აპრილს.[14] გეგმა სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: პირველი ეტაპი იყო გვირაბის შეკეთება, მეორე ეტაპი - ლიფტის მონტაჟი გორნი-გრადში, მესამე ეტაპი — არტ-ობიექტების შექმნა ტურისტების მოსაზიდად. რესტავრაციის პირველი ეტაპისთვის გამოიყო 1 350 000 კუნა (180 000 ევრო), იგი დასრულდა 6 ივლისს და გრიჩის გვირაბი ოფიციალურად გაიხსნა საზოგადოებისთვის.[15][16][17] თუმცა, რეკონსტრუქცია გააკრიტიკეს უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო: გვირაბს არ ჰქონდა ხანძრის დეტექტორები, ხანზარსაწინააღმდეგო კარები და მექანიკური ვენტილაციის სისტემა.[18][19][20] გარდა ამისა, ხანძრის შემთხვევაში გასასვლელი გზა დასახელდა ზედმეტად პრობლემურად.

  1. 1.0 1.1 Kolovoz 2005. hr. City of Zagreb (2005-08-06). ციტირების თარიღი: 2016-12-12
  2. 2.0 2.1 2.2 Lippe-McGraw, Jordi. World War II Bomb Shelter in Croatia Now Open to the Public en (2016-07-11). ციტირების თარიღი: 2017-02-26
  3. Devčić, Matej. Jutros smo ušli u upravo dovršeni novouređeni Tunel Grič koji spaja Mesničku i Radićevu; ovako izgleda hr-HR (2016-07-06). ციტირების თარიღი: 2016-12-12
  4. 4.0 4.1 Malbaša, Ana. Tajne tunela Grič: Od skloništa i susreta Pavelića i Tita ’44. do današnjeg prostora za muzej i šetnicu hr (2016-07-29). ციტირების თარიღი: 2016-12-10
  5. A new attraction - The Grič Tunnel Opens to Public (2016-08-04). ციტირების თარიღი: 2016-12-22
  6. Ryan, Beth. Revamped Zagreb tunnel to open to public en (2016-07-07). ციტირების თარიღი: 2017-02-26
  7. 7.0 7.1 Tuneli ispod Griča konačno idu u rekonstrukciju hr-HR (2016-04-18). ციტირების თარიღი: 2016-12-10
  8. Tunel Grič otvoren za javnost hr (2016-07-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-23. ციტირების თარიღი: 2016-12-12
  9. Grič Tunnel in Zagreb, Croatia en. ციტირების თარიღი: 2017-02-26
  10. Brailo, Lucija. Jedan, jedini, neponovljivi: 'UNDER CITY RAVE 93' hr (2015-06-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-23. ციტირების თარიღი: 2016-12-22
  11. Na današnji dan: 23 godine od prvog hrvatskog rave partyja (2016-10-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-23. ციტირების თარიღი: 2016-12-22
  12. Obnavlja se tunel Grič u kojem se 1993. održao 'Under City Rave' hr (2015-12-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-23. ციტირების თარიღი: 2016-12-22
  13. Gradonačelnik najavio obnovu tunela Grič koji spaja Radićevu i Mesničku ulicu hr. City of Zagreb (2015-04-30). ციტირების თარიღი: 2016-12-12
  14. Započeli radovi na sanaciji tunela Grič hr. City of Zagreb (2016-04-18). ციტირების თარიღი: 2016-12-12
  15. Gotova prva faza radova na tunelu Grič hr. City of Zagreb (2016-07-06). ციტირების თარიღი: 2016-12-12
  16. Forjan, Ivan. ZAGREB IMA NOVU ATRAKCIJU Sve što trebate znati o novootvorenom tunelu Grič hr-HR. Nova TV (2016-07-07). ციტირების თარიღი: 2016-12-10
  17. Hrvatska: Otvoren Tunel Grič - još jedna turistička senzacija u Zagrebu - Vijesti sa Balkana i Svijeta hr (2016-07-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-09. ციტირების თარიღი: 2016-12-10
  18. Pauček Šljivak, Marina. FOTO Obišli smo tek otvoreni tunel Grič: Građani za Index otkrili što su nekad u njemu radili hr (2016-07-07). ციტირების თარიღი: 2016-12-14
  19. Zatvoren jedan od izlaza tunela Grič hr-HR (2016-07-08). ციტირების თარიღი: 2016-12-14
  20. Balija, Petra (6 December 2016). «Tunel Grič nije siguran jer nije riješeno što u slučaju požara». Večernji list (in Croatian). Retrieved 22 December 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიჩის_გვირაბი“-დან