ხორვატული კუნა

(გადამისამართდა გვერდიდან კუნა)

კუნა (ხორ. kuna) — ფულის ერთეული ხორვატიაში, რომელიც გამოიყენებოდა 2023 წლის 1 იანვარამდე.

  • კოდი ISO 4217HRK.
  • გრაფიკული ნიშანი — Kn.
  • მიმოქცევაში იყო ბანკნოტები ნომინალით: 5, 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 კუნა.
  • მონეტები ნომინალით: 1, 2, 5, 10, 20, 50 ლიპი და 1, 2, 5 კუნა.
ხორვატული კუნა
ხორ. hrvatska kuna
1000 კუნა
1000 კუნა
კოდი ISO 4217 HRK
ქვეყანა ხორვატია
ოფიციალური
მომხმარებლები
ხორვატიის დროშა ხორვატია
შედგება 100 100 ლიპი
სიმბოლო kn
მონეტები 1, 2, 5, 10, 20, 50 ლიპი და 1, 2, 5 კუნა.
ბანკნოტები 5, 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 კუნა
ცენტრალური ბანკი ხორვატიის ეროვნული ბანკი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება კუნა ხორვატულად ნიშნავს კვერნას, სწორედ კვერნის ტყავს იყენებდნენ ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროიდან მოყოლებული ვაჭრობისა და გადასახადებისათვის. მას შემდეგ კუნა არაერთ სლავურ სახელმწიფოში ყოფილა ვალუტის ერთეული, მათ შორის კიევის რუსეთშიც.

XI საუკუნეში კუნა უწოდეს ახალმოჭრილ ფულის ერთეულს ხორვატიაში. მანამდე აქ სხვადასხვა ქვეყნის ფული იხმარებოდა, ოდნავ მოგვიანებით კი 1260 წლიდან 1380 წლამდე ხორვატი მეფისნაცვლები ჭრიდნენ ვერცხლის მონეტას სახელად ბანოვაჩი, თუმცა უნგრეთ-ხორვატიის სამეფოში ამ უკანასკნელის ავტონომიის შესუსტებასთან ერთად ბანოვაჩიც თანდათან გაქრა.

კუნას ხელახლა გამოშვების იდეა 1939 წელს გაჩნდა, მაშინ, როცა იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში ხორვატებმა საკუთარი ფულის შემოღებაზე ფიქრი დაიწყეს. საბოლოოდ, ხორვატული კუნა უკვე დამოუკიდებელ ხორვატიაში 1941 წლის 26 ივლისს წარადგინეს, რითაც მან იუგოსლავური დინარი შეცვალა. კუნა გერმანულ რეიხმარკებზე იყო მიბმული და 1 კუნა 100 ბანიჩად იყოფოდა. თუმცა, სულ რაღაც ოთხ წელიწადში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, კუნა კვლავ იუგოსლავურმა დინარმა შეცვალა.

საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ გარდამავალ პერიოდში ხორვატიაში იუგოსლავური დინარის ნაცვლად ხორვატული დინარი მიმოიქცეოდა. 1994 წლის 30 მაისს ხორვატიის ეროვნულმა ბანკმა ისტორიული კუნა აღადგინა.

მეორე სუნთქვა კუნას უკვე 1994 წელს, საბჭოური ბლოკის დაშლის შემდეგ გაეხსნა. გარდამავალ პერიოდში ხორვატიაში იუგოსლავური დინარის ნაცვლად ხორვატული დინარი მიმოიქცეოდა, ხოლო შემდეგ ხორვატიის ეროვნულმა ბანკმა ისტორიული კუნა აღადგინა.

მონეტები

რედაქტირება

1994 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 1, 2, 5, 10, 20 და 50 ლიპი (ლიპი ხორვატული სიტყვაა და ქართულად ცაცხვს ნიშნავს), 1, 2, 5 და 25 კუნა გამოშვებულია ორი ვერსიით: ერთ ვერსიაში მცენარეების და ცხოველების სახელები მოცემულია ხორვატულ ენაზე, მეორე ვერსიაში ლათინურ ენაზე.

დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო 1 და 2 ლიპის მონეტა იშვიათად გამოიყენება.

ბანკნოტები

რედაქტირება
I გამოშვება
რედაქტირება
1941 წლის 26 მაისის გამოშვება
სურათი ნომინალი ზომა (მმ)
ავერსი რევერსი
50
140 × 75 мм
100
150 × 80 мм
500
157 × 84 мм
1000
137 × 68 мм
II გამოშვება
რედაქტირება
1941 წლის 30 აგვისტოს გამოშვება
სურათი ნომინალი ზომა (მმ)
ავერსი რევერსი
10
135 × 68 мм
III გამოშვება
რედაქტირება
1942 წლის 25 სექტემბრის გამოშვება
სურათი ნომინალი ზომა (მმ)
ავერსი რევერსი
0,5
44 × 80 мм
1
81 × 44 мм
2
IV გამოშვება
რედაქტირება
1943 წლის 15 ივლისის გამოშვება
სურათი ნომინალი ზომა (მმ)
ავერსი რევერსი
5000
180 × 95 мм
V გამოშვება
რედაქტირება
1943 წლის 1 სექტემბერის გამოშვება
სურათი ნომინალი ზომა (მმ)
ავერსი რევერსი
1000
176 × 80 мм
5000
185 × 85 мм
ქალაქ ზაგრების ადგილობრივი გამოშვება
რედაქტირება
1942 წლის გამოშვება
სურათი ნომინალი
ავერსი რევერსი
0,5
1
2

2009 წლის ბანკნოტების სერია

რედაქტირება
ნომინალი ავერსი რევერსი
5 კუნა    
10 კუნა    
20 კუნა    
50 კუნა    
100 კუნა    
200 კუნა    
500 კუნა    
1000 კუნა    

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება