გოჯიაანები
გოჯიაანები — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში (ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი | |
---|---|
გოჯიაანები | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ახალსოფელი |
კოორდინატები | 42°08′18″ ჩ. გ. 44°59′04″ ა. გ. / 42.13833° ჩ. გ. 44.98444° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1140 მ |
მოსახლეობა | 70[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1140 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 4 კილომეტრით.
სოფლის ჩრდილოეთით დგას გვიანდელი შუა საუკუნეების ყველაწმინდის დარბაზული ეკლესია. სოფლის ზემოთ, ნასოფლარ იხინჭის ტერიტორიაზე დგას გვიანი შუა საუკუნეების მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 70 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 94 | 42 | 52 |
2014[1] | 70 | 31 | 39 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 241.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II