გოფი (ინგლ. Gough Island) – პატარა ვულკანური წარმოშობის კუნძული ატლანტის ოკეანეს სამხრეთ ნაწილში, არქიპელაგ ტრისტანი-და-კუნიას შემადგენლობაში. მიეკუთვნება დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიასწმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია. კუნძული დაუსახლებელია.

გოფი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას დროშა წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 40°19′29″ ს. გ. 09°55′43″ ა. გ. / 40.32472° ს. გ. 9.92861° ა. გ. / -40.32472; 9.92861
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 740
საფრთხის ქვეშ 2004 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 740
ინგლ.რუს.ფრ.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კუნძულ გოფის ხედი

კუნძულის ფართობი მის გარშემო არსებულ მომცრო კუნძულებთან და კლდეებთან ერთად შეადგენს 91 კმ²-ს (კუნძულის ზომებია — 11,3х5,6 კმ), უმაღლესი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 910 მეტრზე. თვითონ კუნძული მდებარეობს 350 კმ-ით სამხრეთით არქიპელაგის ძირითადი კუნძულების ჯგუფისაგან, 2,7 ათასი კმ-ით კეიპტაუნიდან და 3,2 ათასი კმ-ით ბრაზილიიდან.

კუნძული გოფი, არქიპელაგის მეორე კუნძულ ინაკსესიბლესთან ერთად 1995 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ველური ბუნების ძეგლების სიაში. კუნძულზე არსებობს მცენარე-ენდემები. ამას გარდა, ეს მსოფლიოში ერთადერთი დიდი საბუდარია ალბატროს Diomedea dabbenena-სთვის და Pterodroma incerta-სთვის. ამ მიზეზების გამო კუნძულზე ტურისტების დაშვება შეზღუდულია.

აქ მაღალ კლდეებში ბინადრობს მსოფლიოში ზღვის ფრინველების ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი კოლონია. კუნძული ორი ენდემური ფრინველების სახეობის და მცენარეების თორმეტი სახეობის საარსებო ადგილია.

კუნძულის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა — სახლის თაგვი. XIX საუკუნეში შემთხვევით შეყვანილი თაგვები მტაცებლების არყოფნის გამო გამრავლდნენ. დღეისათვის მათი პოპულაცია შეფასებულია 700 000 ერთეულად. თაგვები აზიანებენ ზღვის ფრინველების კვერცხებს და ბარტყებს.

კუნძულები და კლდეები

რედაქტირება

გოფის კუნძულის ირგვლივ მდებარეობს ბევრი მომცრო კუნძული და კლდე:

  • სამხრეთ-დასავლეთის კუნძული (Southwest Island)
  • სადლის კუნძული (Saddle Island)
  • რაუნდის კუნძული (Round Island)
  • კოუნის კუნძული (Cone Island)
  • პინგვინის კუნძული (Penguin Island)
  • ადმირალსის კუნძული (The Admirals)
  • ტრისტიანას კლდე (Tristiana Rock)
  • ისოლდას კლდე (Isolda Rock)
  • ლოტს-ვაიფის კლდე (Lot’s Wife)
  • ჩერჩის კლდე (Church Rock)

კუნძულის კლიმატი ქარიანი და წვიმიანია. თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს +9 °С-დან 14,5 °C-მდე. წლის საშუალო ტემპერატურა — დაახლოებით +11 °C. წელიწადში მოდის დაახლოებით 2500 მმ ნალექი წვიმის სახით.

ატლანტის ოკეანეს სამხრეთ ნაწილში მდებარე გოფის კუნძულს აქვს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგად შენარჩუნებული საზღვაო ეკოსისტემა მოცემულ კლიმატურ ზონაში. კლიმატი — ზომიერი ზღვის.

სავარაუდოდ კუნძული 1731 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჩარლზ გოფმა. ზუსტად მან დაწვრილებით აღწერა კუნძულის სახე, თუმცა ის იქ არ გადასულა.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების თანხმობით, 1956 წლიდან კუნძულზე განლაგებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეტეოროლოგიური სადგური.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება