ინაკსესიბლე (კუნძული)

ინაკსესიბლე (ინგლ. Inaccessible Island) – პატარა ვულკანური წარმოშობის კუნძული ატლანტის ოკეანეში. არქიპელაგ ტრისტანი-და-კუნიას შემადგენლობაში. მიეკუთვნება დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიასწმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია. კუნძულის ფართობია 14 კმ².

ინაკსესიბლე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას დროშა წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 37°30′00″ ს. გ. 12°40′00″ დ. გ. / 37.50000° ს. გ. 12.66667° დ. გ. / -37.50000; -12.66667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 740
საფრთხის ქვეშ 2004 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 740
ინგლ.რუს.ფრ.

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული ყველა მხრიდან გარშემორტყმულია კლდეებით და მასთან მიდგომა საკმაოდ რთულია. კარგ ამინდშიც კი კუნძულზე გადასვლა საკმაოდ სარისკოა თვითმფრინავიდანაც კი. სავარაუდოდ, ასეთი მდგომარეობის გამო კუნძულზე შენარჩუნებულია უნიკალური ბუნება. კუნძულ გოფთან ერთად 1995 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

კუნძულის ბუნება პრაქტიკულად ხელშეუხებელია. ნაიტინგეილის და ინაკსესიბლეს კუნძულები — მეკლდეური პინგვინის (ლათ. Eudyptes chrysocome) და ყვითელნისკარტა ალბატროსის (ლათ. Thalassarche chlororhynchos) ბინადრობის ერთ-ერთი იშვიათი ადგილია.

კუნძულზე შენარჩუნებულია ფრინველი-ენდემი — «ინაკსესიბლეს კუნძულის ლაინა» ანუ «ტრისტანის ლაინა» (ლათ. Atlantisia rogersi). ეს ყველაზე პატარა არამფრინავი ფრინველია პლანეტაზე.

ნაპირზე ასევე ბევრი სელაპია, ხოლო კუნძულის სიახლოვეს არსებულ წყლებში ბინადრობენ ვეშაპები.

თავისი სახელწოდება კუნძულმა მიიღო 1652 წელს ნიდერლანდების გემ t’Nachtglas-ის ეკიპაჟის კუნძულზე გადასვლის უშედეგო ცდის შემდეგ.

1871 წელს კუნძულზე დასახლდნენ ძმები სტოლტენჰოფები გერმანიიდან, რომლებსაც უნდოდათ იქ დაკავებულიყვნენ სელაპების დაჭერით. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ კუნძულს იშვიათად სტუმრობდნენ გემები და იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ იგი მხოლოდ 1873 წელს.

1922 წელს ბოტანიკოსმა ერნესტ შეკლტონმა კუნძულზე აღმოაჩინა ფრინველი Nesospiza wilkinsi. 1938 წელს ნორვეგიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე მცენარე, რომლებიც კუნძულ ინაკსესიბლეს გარდა ხარობენ ნაიტინგეილის კუნძულზე. მეორე დიდი ექსპედიცია შედგა 1962 წელს.

1976 წლიდან ნაიტინგეილის და ინაკსესიბლეს კუნძულები გამოცხადნენ ველური ბუნების ნაკრძალებად, მაგრამ ტრისტანი-და-კუნიას არქიპელაგის მოსახლეობას ნება ეძლეოდათ ენადირათ ზღვის ფრინველებზე.

1997 წლიდან კუნძულის ირგვლივ არსებული 20-კილომეტრიანი ზონა ასევე გამოცხადდა ნაკრძალად, მაგრამ საკრუიზო გემებს ნება ეძლევათ მიადგნენ კუნძულს. კუნძულზე გადასვლა შეზღუდულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება