სახლის თაგვი (ლათ. Mus musculus) — ძუძუმწოვარი ცხოველი თაგვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის მასაა — 7-10,8 სმ, მასა - 18-30 გ. შეფერილობაში ჭარბობს ნაცრისფერი. გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე არქტიკისა და ანტარქტიდის გარდა. სახლის თაგვი ბინადრობს როგორც ადამიანის ბინაში, ისე ბუნებაში. შობს 5-7 წრუწუნას. ზამთრის ხელსაყრელ პირობებში და საკვების სიუხვისას იგი მასობრივად მრავლდება. ყოვლისმჭამელია. გადააქვს შავი ჭირის გამომწვევი. სახლის თაგვი, სამხრეთის რაიონებში ტულარემიით ადამიანის დაავადების ძირითადი წყაროა. სახლის თაგვის საწყისი მასალაა თაგვების წმინდა ხაზების მისაღებად, რომელთაც იყენებენ როგორც ლაბორატორიის ცხოველს. გენეტიკური და სხვა ექსპერიმენტებისათვის.