გიორგი ღონღაძის მკვლელობის სკანდალი
გიორგი ღონღაძის მკვლელობის სკანდალი ან კასეტის სკანდალი (უკრ. Касетний скандал; ასევე ცნობილი როგორც ტეიპგეიტი ან კუჩმაგეიტი) — იყო უკრაინის პოლიტიკური სკანდალი 2000 წლის ნოემბერში, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა დაიჭირეს ფირზე, რომელიც ბრძანებდა თვეებით ადრე ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გატაცების შესახებ, რომლის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს. სკანდალი იყო ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა უკრაინის დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიაში, რომელმაც მკვეთრად იმოქმედა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე და შეცვალა უკრაინის იმდროინდელი ორიენტაცია რუსეთიდან დასავლეთისაკენ და დააზიანა კუჩმას კარიერა.
სკანდალი 28 ნოემბერს კიევში დაიწყო, როდესაც უკრაინელმა პოლიტიკოსმა ალექსანდრე მოროზმა საჯაროდ დაადანაშაულა პრეზიდენტი კუჩმა ჟურნალისტ გეორგი ღონღაძის გატაცებაში და სხვა მრავალ დანაშაულში. მოროზმა წყაროდ დაასახელა კუჩმას ყოფილი მცველი, მაიორი მიკოლა მელნიჩენკო. მან ასევე ჟურნალისტებს უჩვენა პრეზიდენტის ფარული საუბრების ჩანაწერები, რომლებიც სავარაუდოდ ადასტურებდა კუჩმას ბრძანებას ღონღაძის გატაცების შესახებ. ეს და ასობით სხვა საუბარი მოგვიანებით მელნიჩენკომ მთელ მსოფლიოში გამოაქვეყნა.
ჟურნალისტებმა საქმეს მეტსახელი შეარქვეს მოროზის მიერ გამოყენებული კომპაქტური აუდიო კასეტის მიხედვით. თავად მელნიჩენკო, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ოფისში ჩასაწერად იყენებდა ციფრულ აღჭურვილობას და არა კასეტებს.
შედეგები
რედაქტირებააღწერილმა მოვლენებმა გამოიწვია კრიზისი, მასობრივი პროტესტი კიევში 2000 წლის 15 დეკემბრიდან 2001 წლის 9 მარტამდე. ოპოზიციამ დაიწყო არაძალადობრივი წინააღმდეგობის კამპანია, სახელწოდებით UBK („უკრაინა კუჩმას გარეშე!“) კუჩმას გადადგომის მოთხოვნით. მიუხედავად ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა, პრეზიდენტ კუჩმას საზოგადოებრივი მხარდაჭერის რეიტინგი 9%-ზე ქვემოთ დაეცა.
2002 წელს შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მთავრობები უფრო ღრმად ჩაერთნენ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ჩანაწერმა გამოავლინა დახვეწილი უკრაინული თავდაცვის სისტემის „Kol'chuha“ სავარაუდო გადაცემა სადამ ჰუსეინის ერაყისათვის. შედეგად ლეონიდ კუჩმას ბოიკოტი გამოუცხადეს დასავლეთის მთავრობებმა გარკვეული დროით. კერძოდ, მან განიცადა შეურაცხმყოფელი დიპლომატიური დემარში ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე ვიზიტისას, რომელიც გაიმართა 2002 წლის 21–22 ნოემბერს პრაღაში. ათწლეულების ტრადიციის დარღვევით, მონაწილე ქვეყნების სია გამოცხადდა ფრანგულად და არა ინგლისურად. შედეგად, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ნაცვლად უკრაინის გვერდით თურქეთი აღმოჩნდა, რითაც კუჩმას ტონი ბლერისა და ჯორჯ ბუშის გვერდით გამოჩენა თავიდან აიცილეს.
უფრო მეტიც, ფართოდ გავრცელებულ საუბრებში კუჩმა გამოსახული იყო როგორც უხეში და ბოროტი ადამიანი, რომელიც იყენებს ცუდ ენას და საუბრობს რუსული და უკრაინული ენების უჩვეულო ნაზავით. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ გადაჭარბებული უხამსი ენა არის ჩანაწერების მიზანმიმართული მონტაჟის დასტური გარე აუდიო ნიმუშების გამოყენებით. თუმცა, შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში, კარლოს პასკუალმა, გამოავლინა, რომ ფირები არის ნამდვილი, და არ არის მანიპულირებული FBI-ის მიერ. არ არის უჩვეულო ხმები, რაც მიუთითებს ჩანაწერის გაყალბებაზე, ჩაწერა უწყვეტია შესვენების გარეშე და არ არის ციფრული ფაილების მანიპულირება.[1][2]
ყოველივე ზემოაღნიშნულის გავლენით, პრეზიდენტი მალევე იმედგაცრუებული გახდა ევროინტეგრაციით და დაიწყო უკრაინის ურთიერთობების შესუსტება აშშ-სთან და ევროკავშირთან, რაც მისი რეჟიმისთვის კრიტიკულია. ამის ნაცვლად, მან გააძლიერა რუსეთთან ინტეგრაცია, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ახალი ლიდერი, ვლადიმირ პუტინი, განუწყვეტლივ უჭერდა მხარს კუჩმას და უარს აცხადებდა ბრალდებების აღიარებაზე.
2003 წლის სექტემბერში უკრაინული ჯარები შეუერთდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით ერაყში შეჭრას, რაც ფართოდ აღიქმება, როგორც კუჩმას ძალისხმევა დასავლეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მას შემდეგ მაღალი დონის ურთიერთობები ნაწილობრივ აღდგა.
სკანდალზე და კონკრეტულად მელნიჩენკოს ქმედებებზე კომენტირებისას, ლეონიდ კუჩმა დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს იყო საგარეო ჩარევის შედეგი, მაგრამ არასოდეს დაუდანაშაულებია რომელიმე კონკრეტულ ქვეყანა. თუმცა, მისი ზოგიერთი განცხადება ამ საკითხზე შეიძლება განიმარტოს, როგორც ფრთხილი მინიშნებები შეერთებული შტატების ან რუსეთის როლზე. მისი თქმით, მისი ხმა მართლაც ერთ-ერთი იყო ფირზე, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ ისინი შერჩევით იყო დამუშავებული მისი მნიშვნელობის დამახინჯებისთვის.[3]
მემკვიდრეობა
რედაქტირებასკანდალის ბევრი ფიგურა დარჩა გავლენიანი უკრაინის პოლიტიკაში. საქმე პირდაპირ უკავშირდებოდა უკრაინის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ასევე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტს, ვიქტორ იუშჩენკოს პოლიტიკურ კარიერას. ალექსანდრე მოროზმა დადო ალიანსი იუშჩენკოსთან, რის შედეგადაც მოხდა უკრაინის კონსტიტუციის რეფორმა (პარლამენტის სასარგებლოდ). 2001 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილე ასობით პოლიტიკოსი და აქტივისტი ხელმძღვანელობდა 2004 წლის ნარინჯისფერ რევოლუციას. იუშჩენკო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რევოლუციას ხელმძღვანელობდა და პრეზიდენტი გახდა 2005 წლის 23 იანვარს.
მიკოლა მელნიჩენკომ (რომელმაც მიიღო აშშ-ს პოლიტიკური თავშესაფარი) თავისი ჩანაწერების ახალი ნაწილი გამოუშვა. 2004 წელს, ვოლოდიმირ ცვილმა, უკრაინელმა ბიზნესმენმა, რომელიც მელნიჩენკოს გაქცევაში დაეხმარა, ის საჯაროდ დაადანაშაულა საქმის გარკვეული დეტალების არ გამხელაში და აუდიო არქივის კუჩმას თანაშემწეებისთვის მიყიდვის მცდელობაში. მელნიჩენკო 2005 წელს ეწვია უკრაინას ახალი ბრალდებების გასაჯაროების მიზნით, მაგრამ არ გაამჟღავნა რაიმე დეტალი მისი შესაძლო მოსმენის ოპერაციის შესახებ.
სისხლის სამართლის გამოძიება მელნიჩენკოს ჩანაწერებისა და გიორგი ღონღაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, მიუხედავად მრავალი ჟურნალისტური გამოძიების მიერ გამოვლენილი მასობრივი ინფორმაციისა, დაუსრულებელი რჩება.
მელნიჩენკოს ჩანაწერები გამოცხადდა მტკიცებულებად, როდესაც ყოფილ პრეზიდენტ კუჩმას ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებისთვის უკანონო ბრძანებების მიცემაში; გონგაძის მკვლელობის ფაქტზე კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2011 წლის 21 მარტს აღიძრა.[4] უკრაინის საოლქო სასამართლომ პროკურორებს 2011 წლის 14 დეკემბერს დაავალა კუჩმას წინააღმდეგ ბრალდებების მოხსნა იმ მოტივით, რომ არასაკმარისი იყო მტკიცებულებები, რომლებიც მას აკავშირებდა გონგაძის მკვლელობასთან.[5] სასამართლომ უარყო მელნიჩენკოს ჩანაწერები, როგორც მტკიცებულება.[6]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- slate.com დაარქივებული 2007-12-01 საიტზე Wayback Machine. - სტატია გიორგი ღონღაძის სკანდალზე
- REQUIEM'2002
- Guardian Unlimited - კუჩმაგეიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pascual, Carlos (26 November 2002). „U.S. Ambassador's to Ukraine open letter to the editor of 2000 Newspaper“. danskukrainsk.dk (Dansk-Ukrainsk Selskab) (ინგლისური). ციტირების თარიღი: 17 January 2020.
- ↑ Koshiw, J. V. (2007-10-12). „Kuchma's "Parallel Cabinet": The center of President Kuchma's authoritarian rule based on the Melnychenko recordings“ (en-ca) (PDF). Third Annual Danyliw Research Seminar on Contemporary Ukraine. George Washington University. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-20-ში. https://web.archive.org/web/20120120052247/http://www.ukrainianstudies.uottawa.ca/pdf/P_Koshiw_Danyliw07.pdf. წაკითხვის თარიღი: 2022-03-04.
- ↑ Eastern Europe, Russia and Central Asia 2004 (Europa Publications), Routledge, December 12, 2003, ISBN 1-85743-187-1 (page 504)
- ↑ Marchuk says he had no face-to-face interrogations with Kuchma or Melnychenko, Kyiv Post (April 1, 2011)
- ↑ Court clears Kuchma of Gongadze murder charges, Kyiv Post (14 December 2011)
- ↑ Court rejects Melnychenko's tapes as evidence in Gongadze case, Kyiv Post (14 December 2011)