დემარში
დემარში (ფრ. démarche სიტყვასიტყვით — „გამოსვლა“) — დიპლომატიურ პრაქტიკაში სახელმწიფოს მთავრობის, საგარეო საქმეთა უწყების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართვა მეორე სახელმწიფოს მთავრობისადმი. დემარში შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს როგორც ფორმით (ნოტა, მემორანდუმი, განცხადება და სხვა), ისე შინაარსით (თხოვნა, პროტესტი, გაფრთხილება, მუქარა — გარდა ძალისმიერი მუქარისა, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია). 2023 წლის 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, შვედეთის ელჩთან, ულრიკ ტიდესტრომთან, ერთად (რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენდა) იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით დემარში გამოუცხადა.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 457.