გიორგი არადელი-იშხნელი

გიორგი ნიკოლოზის ძე არადელი-იშხნელი (დ. 20 ივნისი [ ძვ. სტ. 8 ივნისი], 1882 სოფ. არადეთი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი ― გ. 1 თებერვალი, 1920, გორი) — ქართველი მსახიობი.

გიორგი არადელი-იშხნელი
დაბადების სახელი გიორგი არადელი-იშხნელი
დაბადების თარიღი 20 ივნისი, 1882
არადეთი, ქარელის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 1 თებერვალი, 1920 (37 წლის)
გორი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

საშუალო განათლება მიიღო თბილისის II გიმნაზიაში, 1903–1908 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფალულტეტზე. პარალელურად დაამთავრა (1906) რეჟისორ ა.დოლინოვის დრამატული კურსები და მონაწილეობდა ოდესის რუსული დრამატული დასის წარმოდგენებში.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1908 წელს პირველად გამოვიდა თბილისის ქართული თეატრის სცენაზე დავით ერისთავის „სამშობლოში“ და ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში, სადაც სიკვდილამდე მოღვაწეობდა. არადელი-იშხნელის მიერ განსახიერებული როლები გამოურჩეოდა ცხოვრებისეული სიმართლითა და მხატვრული სიმართლითა და მხატვრული დამაჯერებლობით — გელა (აკაკი წერეთლის „პატარა კახი“), არსენა (ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“), გიგო და შაქრო (იოსებ გედევანიშვილის „მსხვერლი“ და „გამცემი“), გლახა ჭრიაშვილი (ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“), მოურავი (ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), დე სანტოსი (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ტირესია და კრეონტი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ და „ანტიგონე“), ფლაქსმანი (ოტო ერნსტის „პედაგოგები“) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება