გიზო ღელეყვა
გიზო ღელეყვა (დ. 28 აგვისტო, 1948, ნატანები, ოზურგეთის რაიონი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.
გიზო ღელეყვა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 აგვისტო, 1948 ნატანები |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრკ, საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | თეატრის მსახიობი |
ორგანიზაცია | ქუთაისის თეატრი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. 1971 წლიდან ქუთაისის სახელმწიფო დრამატული და სატირის თეატრების მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მიდი-მოადე (არ. სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“, რეჟ. ვ. ნიკოლაძე), ვოვა ვაჩეიშვილი (ლ. მიტროფანოვის „მკვლელობა სადგურზე“, რეჟ. თ. მესხი), ილარიონი (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რეჟ. გ. ქავთარაძე), გირშელი (კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“, რეჟ. გ. ქავთარაძე), აბესალო (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, რეჟ. გ. ქავთარაძე), დათო (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“, რეჟ. მ. ფურცხვანიძე), არზაყან ზვამბაია (კ. გამსახურდიას „ზარები გრიგალში“, რეჟ. ი. კაკულია), გიორგი (ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), ჰელიკონი (ა. კამიუს „კალიგულა“, რეჟ. ლ. სვანაძე), ფაილი (რ. ნეშის „წვიმის გამყიდველი“, რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე), ეფრაიმ ქებოტი (იუჯინ ო’ნილის „სიყვარული თელებქვეშ“, რეჟ. ა. სახამბერიძე), გიორგი მეცამეტე (ჯ. იოსელიანი, „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, რეჟ. გ. კაპანაძე).
გადაღებულია ფილმებში: „ბაკულას ღორები“ და „გაქცევა“. არის საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი, ქუთაისის თეატრალური საზოგადოების წევრი
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- საქართველოს დამსახურებული არტისტი
- 2000 — ღირსების ორდენი
- ქუთაისის საპატიო მოქალაქე
- მედალი „შრომითი მამაცობისთვის“