ელგუჯა გვაზავა

ქართველი პოლიტიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან გია გვაზავა)

ელგუჯა (გია) გვაზავა (დ. 22 თებერვალი, 1952, ოჩამჩირე, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. 2009 წლიდან 2019 წლის 8 აპრილამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.[1] ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ელგუჯა გვაზავა
ელგუჯა გვაზავა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2009 – 8 აპრილი, 2019
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლოზ გილაური
ვანო მერაბიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
წინამორბედითემურ მჟავია
მემკვიდრეჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1995 – 2009
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
ზურაბ ნოღაიდელი
ვლადიმერ გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკოლოზ გილაური

დაბადებული22 თებერვალი, 1952 (1952-02-22) (72 წლის)
ოჩამჩირე, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი
პროფესიაბიოლოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელგუჯა გვაზავა დაიბადა 1952 წლის 22 თებერვალს ქალაქ ოჩამჩირეში. 1968 წელს დაამთავრა სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა, ხოლო 1974 წელს — სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა სკოლაში, შემდეგ სოხუმის სამედიცინო სასწავლებელში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1989 წლიდან თსუ სოხუმის ფილიალის დოცენტია. სტაჟირება გაიარა პრაღის კარლოვის უნივერსიტეტში. 1991 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღეს საბჭოს არჩევნებში კენჭს იყრიდა ქ. სოხუმის №2 საარჩევნო ოლქში. იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XII მოწვევის დეპუტატი. იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის „აფხაზეთის მწვანეთა“ თავმჯდომარე. დაამთავრა დიპლომატიური აკადემია 1998 წელს. 1968-1970 წლებში იყო სოხუმის სამედიცინო სასწრაფო დახმარების სანიტარი. 1975 წელს იყო სოხუმის სამედიცინო ტექნიკუმის კომკავშირის განთავისუფლებული მდივანი. 1976 წლიდან იყო გულრიფშის საშუალო სკოლის პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1981 წლიდან სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი, დეკანის მოადგილე. 1986 წლიდან — დოცენტი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. არის აფხაზეთის მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი მწვანეების პარტია, საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი როგორც აფხაზეთის არ-ის დეპუტატი და საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

41 მეცნიერული ნაშრომის ავტორია. საკანდიდატო დისერტაციის დაიცვა 1981 წელს თემაზე — „ახალი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედება ადამიანისა და ცხოველთა გენეტიკურ აპარატზე“. ჰყავს მეუღლე ორი შვილი და ორი შვილიშვილი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“, 25 სექტემბერი, 1991 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება