გვანდრა (აჟარის მუნიციპალიტეტი)
გვანდრა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გვანდრის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 800 მ, გულრიფშიდან 97 კმ, მარცხენა გენწვიშიდან 6 კმ. საბჭოთა პერიოდში შედიოდა გულრიფშის რაიონში, განვითარებული იყო მემინდვრეობა და მეცხოველეობა. აფხაზეთის ომის შემდეგ დარჩა საქართველოს კონტროლქვეშ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 97 კაცი. 2006 წლიდან შედის აჟარის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[2]
სოფელი | |
---|---|
გვანდრა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | აჟარის მუნიციპალიტეტი |
თემი | აჟარა |
კოორდინატები | 43°06′48″ ჩ. გ. 41°50′06″ ა. გ. / 43.11333° ჩ. გ. 41.83500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 97 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 95 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 603.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 132.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მუნიციპალიტეტების რეესტრი
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .