გეორგიევსკოესოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ამტყელის თემი), მდინარე ჯამპალის (ამტყელის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მ, გულრიფშიდან 44 კმ.

სოფელი
გეორგიევსკოე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თემი ამტყელი
კოორდინატები 43°03′48″ ჩ. გ. 41°21′51″ ა. გ. / 43.06333° ჩ. გ. 41.36417° ა. გ. / 43.06333; 41.36417
ცენტრის სიმაღლე 600
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გეორგიევსკოე — საქართველო
გეორგიევსკოე
გეორგიევსკოე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გეორგიევსკოე

ამ ადგილას არსებობდა სოფელი გორგეული, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებიდან ფიქსირდება წყაროებში (პ. ზუბოვი). 1867 წელს აფხაზთა მუჰაჯირობის შემდეგ სოფელს გეორგიევსკოე უწოდეს და რუსეთიდან გადმოსული მოსახლეობის დასასახლებლად გამოყვეს. ამავე წელს ის უკვე სოფელ ჯამპალის ნაწილი იყო. 1869 წლის თებერვალ-მაისში აქ ოსმალეთიდან გადმოსახლებული ბერძენი კოლონისტები ჩაასახლეს. 1930-1939 წლებში შედიოდა წებელდის სასოფლო საბჭოში. 1939 წლიდან იყო ამტყელის სასოფლო საბჭოში (ცენტრი — სოფ. ზახაროვკა, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წარდგინებით, სასოფლო საბჭოს ეწოდებოდა არა ამტყელის, არამედ ზახაროვკის სოფსაბჭო, თუმცა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაამტკიცა ამტყელის სახელწოდებით).[1] 40-იან წლებში, ერთხანს, საგეორგიო ეწოდებოდა. მოგვიანებით დაუბურუნდა სახელი გეორგიევსკოე.[1] 1949 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით შედიოდა ხევის სასოფლო საბჭოში (ზახაროვკას ეწოდა ხევი). 1961 წლისაში და შემდგომ — ისევ ამტყელის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში.[2]

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ლიტერატურა

რედაქტირება