განხილვა:ილია II
განხილვა
რედაქტირებარატომ შეცვალეთ? ის, რომ კათოლიკოს-პატრიარქია (და არა უბრალოდ პატრიარქი) ეს წერია კიდეც იქვე, ხოლო „უწმინდესი და უნეტარესი“ მისი ტიტულია.--Rastrelli F 19:38, 30 იანვარი 2009 (UTC)
- მოცარტმა 1 სტატია მაგალითად აიღო და ყველა სხვანაირი სტატიის გადაკეთება დაიწყო. არადა მისივე ლოგიკით „
„
მთავარია უმრავლესობას როგორ აქვს. სხვა მაგალითებსაც გადახედე, მაგ: Yahoo!--ნიკა ამადეუს მოცარტი 19:08, 20 იანვარი 2009 (UTC) “ |
“--გიორგი 19:43, 30 იანვარი 2009 (UTC)
- ზოგადად სტანდარტიზაცია კარგია კი არა და აუცილებელიცაა ენციკლოპედიისთვის, მარაა განხილვაც ხომ უნდა?! ვფიქრობ, თავში დაიწეროს უბრალოდ ილია II და შემდეგ ტიტული - მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, შემდეგ რა ხარისხი აქვს - სრულიად საქართველოს.... და ბოლოს რას წარმოადგენს? --Rastrelli F 20:03, 30 იანვარი 2009 (UTC)
გიორგის პასუხი მომეწონა. მე ვთვლი, რომ არ უნდა ეწეროს "მისი უწმინდესობა და უნეტარესობა" იმიტომ რომ ვიღაცისთვის, ვისაც სხვა რელიგია აქვს არ არის უწმინდესი და უნეტარესი. ეს ტიტული არ არის! ესეიგი ყველა მეფის წინ უნდა ვწეროთ "მისი უდიდებულესობა?", ან ჰომეინზე რომ დაწეროთ სტატია და მის წინ დაწეროთ "უწმინდესობა და უნეტარესობა". ვიღაცის რელიგიისთვის ეს მისაღები იქნება, ვიღაცისთვის არა. ბენედიქტე XVI-სთან (და ბევრ სხვა რომის პაპთან) არ წერია ეს "წოდება". (წინააღმდეგი) მე ამ "წოდების" დაწერის წინააღმდეგი ვარ ხო, და კიდე, გიორგიმ მასე რომ "შემარცხვინა ხალხის წინ": გიორგი, გადახედე რამდენი რელიგიური პირია ვიკიპედიაში. გადახედე? მერე რამდენს უწერია წინ "მისი უწმინდესობა და უნეტარესობა"? --Mozart 21:05, 30 იანვარი 2009 (UTC)
მეც ვფიქრობ, რომ უწმინდესობა და უნეტარესობა არ სჭირდება ამ სტატიას, ეს ენციკლოპედიაა და არა ქება–დიდების ადგილი, რა თქმა უნდა ბევრ ჩვენთაგანისთვის არის იგი წმინდა და ნეტარი, მაგრამ ამას ჩვენთვის კი არ ვწერთ, არამედ ხალხისთვის. და ქართულენოვანი არა მარტო ქართ. მართლ. ეკლესიის ქრისტიანები არიან, მგონი კათოლიკეებიც წაიკითხვაენ ამას, სხვა ეთნოსის წარმომადგენელი ადამიანები და ა.შ. მადლობთ –თეკა 21:15, 30 იანვარი 2009 (UTC)
რატომ იგებთ ტიტულს ქება-დიდებად?! დასაწყისში არც უნდა იყოს ტიტული, ჩემი შენიშვნა ამასაც გულისხმობს, მაგრამ სულ არ ხსენება უკვე ინფორმაციის დაკლებაა. ნახეთ ბოლოს და ბოლოს იგივე მეფეები, შესავალშივე გამუქებული ტიტულით.--Rastrelli F 08:02, 31 იანვარი 2009 (UTC)
ტიტული პატრიარქია. უწმინდესი და უნეტარესი ქებაა. თუ ტიტულია რატომ წერია "კატეგორია:საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები" და არა "კატეგორია:საქართველოს უწმინდესი და უნეტარესები" . უწმინდესს შეიძლება მუსულმანებიც ეძახიან თავის მოლას (თუ ვინც ყავთ) მაგრამ ჩვენ ხომ არ ვეძახით? ანუ ეს წოდება არ არის--Mozart 09:45, 31 იანვარი 2009 (UTC)
- ილია II-ის სრული წოდება და ტიტული: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. —დათო 10:24, 31 იანვარი 2009 (UTC)
მაშინ რომის პაპებსაც (და სხვა პატრიარქებსაც)მივუწეროთ ეს წოდება, არა?--Mozart 13:23, 31 იანვარი 2009 (UTC)
- ეს არის საქართველოს პატრიარქის წოდება, რომის პაპებს სხვა წოდება ექნებათ. ნთუ იცი, მივუწეროთ. —დათო 13:26, 31 იანვარი 2009 (UTC)
მაინც ვერ ვხვდები რატომ არის რამდენიმე ადამიანი წინააღმდეგი, რომ პატრიარქზე უწმინდესი და უნეტარესი ეწეროს???? იმიტომ, რომ სხვაენოვანი ან სხვა აღმოსარებლობის წარმომადგენლები არ გავაღიზიანოთ?? ეს ხომ არალოგიკურია!! ახლავე აგიხსნით: მუსულმანური ქალაქები მექა და მედინა, საინფორმაციო გამოშვებებშიც კი წმინდა ქალაქებად არის მოსხენიებული, ახლა თქვენ მითხარით, რომელი ქრისტიანი მიიჩნევს ამ ქალაქებს "წმინდა ქალაქებად"? ანდაც, ქალაქი იერუსალიმი, მასაც ხომ წმინდა ქალაქს უწოდებენ, ან საერთოდ ისრაელს, ხშირად წმინდა მიწად იხსენიებენ ყველა რელიგიის წარმომადგენლები, მაგრამ, ამაზე არავინ კამათობს; თუკი ისრაელი წმინდა მიწაა სამივე უმთავრესი (ამ ქვეყანაში) რელიგიის წარმომადგენლებისთვის, მაშინ, რატომ არ შეიძლება ჩვენს პატრიარქზე ისე დავწეროთ, როგორც ჩვენში უწოდებენ მას. მეფეებს და დედოფლებს რაც შეეხება, აბა გადახედეთ სხვადასხვა ენოვან გვერდებს, როგორ მოიხსენიებენ სტატიების წერისას.
თანაც, სხვაგან თუ რამეს ისე არ წერენ, როგორც ჩვენ ვწერთ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად შეცდომას ვუშვებთ. არ არის აუცილებელი ყველაფერში სხვას მივბაძოთ. --Leovizza 16:48, 2 თებერვალი 2009 (UTC)
მინდა მოგახსენოთ რომ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის ტიტულია კათოლიკოს პატრიარქი (კათოლიკე - საყოველთაოს ანუ ყოველთას ნიშნავს, ხოლო პატრი- მამა, არქოს - უმაღლესი იერარქიულად), თავად ტიტულ "პატრიარქს" თან სდევს წოდება ან უწმინდესი ან უნეტარესი, ხოლო საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტიტულში ამ ორივე წოდების მოხსენიება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მეთაურს ეწოდებოდა უწმინდესი, ხოლო აღმოსავლეთისას უნეტარესი და მათი გაერთიანების შედეგად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წოდებაა უწმინდესი და უნეტარესი. ანუ ეს ორი წოდება არანაირი ქებათა-ქების გამოხატვა არაა და არანაირად არ უსვამს ხაზს ეკლესიის მეთაურის პიროვნულ თვისებებს. 188.169.151.148 13:35, 25 დეკემბერი 2009 (UTC)გიო
კათალიკოსი თუ კათოლიკოსი ???
რედაქტირებაკათალიკოსი თუ კათოლიკოსი. საპატრიარქოს ვებ-გვერდზე კათოლიკოსი იხმარება, აქაც კათოლიკოსია, მაგრამ უამრავ წიგნში, მათ შორის ქართული ენის მართლწერის დიდაქტურ მასალებში მკაცრად დაუშვებელია კათოლიკოსის გამოყენება, ანუ მხოლოდამხოლოდ კათალიკოსი. ქსე ნეტავ რას წერს? --თემური განხილვა როდესაც თვენს საათზე იყო: 14:23, 14 ივნისი 2010 (UTC)
ქსე-ში წერია კათალიკოს-პატრიარქი. ქსე, ტ. 5, გვ. 106. — GIO---->>13 განხილვაწვლილი 14:26, 14 ივნისი 2010 (UTC)
ჰოდა, ისიც წამიკითხავს, რომ ამ წოდებაზე სიტყვამ ”კათოლიციზმი” იქონია ზეგავლენა. ანუ ისინი გამოთქმითაც ძალიან გვანან ერთმანეთს, აქედან გამომდინარე ”ა” ”ო”-თი შეიცვალაო. ვერ ვიტყვი ასეა თჲ არა, ეს ერთ-ერთი ვერსიაა--თემური განხილვა როდესაც თვენს საათზე იყო: 14:36, 14 ივნისი 2010 (UTC)
- კათოლიკოსი.--ცანგალა (გ) 18:41, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)
სრულიად არ უნდა
რედაქტირებააი აქ და და აი აქაც კათოლიკოსის ტიტულს სრულიად არ უწერია. მეც თავი შევიკავე დაწერისაგან. თუ არსებობს სხვა უფრო სანდო წყარო ამის შესახებ მაშინ ის დარჩეს თუ არადა უნდა წაიშალოს. — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:28, 22 დეკემბერი 2010 (UTC)
კი ბატონო აი აქაც მასეა ჯაბა. მაგრამ სადღაც წავიკითხე ახალი წოდებით ეწერა და სრულიად იყო ნახსენები. მოდი დავიცადოთ და მთლიანად რომ გამოქვეყნდება განჩინება, მაშინ გავიგებთ. — GIO---->>13 (გ) 20:01, 22 დეკემბერი 2010 (UTC)
ინთრონიზაცია არა მემგონი უფრო ინტრონიზაციაა — დიქსტოსა განხილვაწვლილი 19:30, 14 თებერვალი 2011 (UTC)
მე მაპატიეთ ინთ— დიქსტოსა განხილვაწვლილი 19:32, 14 თებერვალი 2011 (UTC)რონიზაცია ყოფილა :დ
ილია I
რედაქტირებაილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში. (სექციიდან „კათოლიკოს-პარტიარქი“) – აქ იგულისხმება ელია (მთავარეპისკოპოსი)? – BruTe (გ) 12:54, 23 ივნისი 2012 (UTC)
- ნამდვილად აი აქ ნახე სანდრო. --ჯაბა ლაბაძე 13:15, 23 ივნისი 2012 (UTC)
- გმადლობ. გადამისამართებას გავაკეთებ მაშინ. – BruTe (გ) 14:01, 23 ივნისი 2012 (UTC)
(კათოლიკოს-პატრიარქი)
რედაქტირებასახელში ფრჩხილებში კათოლიკოს-პატრიარქის მიწერა რაღა საჭიროა? სხვა ილია II ხომ ისედაც არავინაა--დათო1010 06:03, 28 სექტემბერი 2014 (UTC)
მეც ეგრე მგონია. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:04, 28 სექტემბერი 2014 (UTC)
- გეთანხმებით, 4 (2). გადავამისამართებ. Deu. 07:06, 28 სექტემბერი 2014 (UTC)
- გეთაყვა! Deu. 07:12, 28 სექტემბერი 2014 (UTC)
- გადავიდა--დათო1010 08:02, 28 სექტემბერი 2014 (UTC)
ფოტოებთან კავაშირებით
რედაქტირებაძალიან ბევრი ფოტო ხომ არ არისასეთი სტატიისთვის? — UndDerDie (გ) 14:54, 9 დეკემბერი 2016 (UTC)
„აღევლინა“
რედაქტირება@გიორგი ჩუბინიძე: შენ ბოლოს განხორციელებულ რედაქტირების შედეგად ტექსტში გაჩნდა სიტყვა „აღევლინა“, რაც ცოტა არ იყოს არაენციკლოპედიურს ჰგავს. გიო ოქრო 06:09, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
@გიო ოქრო: მიხარია, რომ ასე საგულდაგულოდ ეცნობით ჩემს სტატიებსა და რედაქტირებებს, გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში. ამჯერადაც თქვენი შენიშვნა არაკომპეტენტურია, ვინაიდან სიტყვა ,,აღვლენა", ,,აღავლინა", ,,აღავლენს" ზუსტად შეესაბამება იმ პროცესს, ქმედებას, რასაც მართლამდიდებელ და არა მხოლოდ ამ ეკლესიაში ღმერთისადმი მიმართული ლოცვა-ვედრება, წირვა ანუ საღმრთო ლიტურღია მოიცავს. რაც შეეხება არის თუ არა ეს სიტყვა ენციკლოპედიური, ვიდრე ამ შენიშვნას დაწერდით, თავად თუ გადაამოწმეთ აღნიშნული სიტყვა შესაბამის ენციკლოპედიებში? პატივისცემით გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 06:44, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- გიო ოქრო, მეც იგივე აზრზე ვარ, რაც გიორგი ჩუბინიძე. ეჭვი არაენციკლოპედიურობის შესახებ ამ შემთხვევაში უადგილოა --Abandoner განხილვაწვლილი 06:50, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- მე საერთოდ ბოლო ცვლილებებს ყოველთვის ვამოწმებ. აღვლენა შესაძლოა იყოს (შეიძლება არც) გარკვეულ ენციკლოპედიებში, როგორც ქრისტიანული რიტუალი, მაგრამ გამოყენებული, როგორც სიტყვა — არა. გიო ოქრო 06:51, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- გიო ოქრო, მეც იგივე აზრზე ვარ, რაც გიორგი ჩუბინიძე. ეჭვი არაენციკლოპედიურობის შესახებ ამ შემთხვევაში უადგილოა --Abandoner განხილვაწვლილი 06:50, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- აი აქ კი გავაკეთებ კომენტარს გიორგი ჩუბინიძის მისამართით - ნუ იფიქრებთ, რომ აქ ვინმე მხოლოდ თქვენზეა "დაგეშილი" და მხოლოდ თქვენს რედაქტირებებს ამოწმებს. გარდა ამისა, არც თუ სწორია თქვენი, როგორც შემმოწმებლის სტატუსის მქონე მომხმარებლის მხრიდან, მსგავსი განცხადებები. შემმოწმებელი ამოწმებს ყველაფერს (თუკი ამის საშუალებას თვალების გამართული მუშაობა და ყურადღება აძლევს) და შემიძლია დავადასტურო - გიო ნებისმიერი მომხმარებლის რედაქტირებას ეცნობა საგულდაგულოდ (ზემოთ მომხდარ კაზუსს თავი დავანებოთ) --Abandoner განხილვაწვლილი 06:58, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- დიახ, შეიძლება ,,დაგეშილი" არავინაა, ამიტომ საეჭვო დამთხვევას მივაწერ ამ და ამის წინა ცრუ შენიშვნებს. აქვე ბატონ გიორგის ვთხოვ ჯერ გადაამოწმოს ნამდვილად შეცდომა დააფიქსირა, თუ არა და შემდგომ დააფიქსიროს განხილვის გვერდებზე. შეცდომებს ცხადია არ გამოვრიცხავ, მაგრამ უტაქტო და არაკომპეტენტურ შენიშვნებს ვერ მივიღებ. პატივისცემით გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:15, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- საკმაოდ დიდი ხანია ვეცნობი სხვადასხვა აკადემიურ წყაროებსა და ენციკლოპედიებს და „აღევლინა“ ჯერ არ შემხვედრია. ამიტომაც დავწერე აქ. არაკომპეტენტურებაზე ლაპარაკს შეეშვი გთხოვ. გიო ოქრო 07:18, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- ესეც მახარებს, რომ ყველა ენციკლოპედიურ გამოცემას გულდასმით ეცნობი. აგერ ინტერნეტ რესურსებშიც უხვად მოიპოვება ეს სიტყვა და ინტერნეტი შესაბამის ლიტერატურასაც გვთავაზობს: ,, (აღავლინა), მიავლენს, მიმართავს (ზევითკენ), ააგზავნის (ვედრებას)" ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:27, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- ის რომ ლექსიკონში მისი განმარტება წერია არ ნიშნავს, რომ ენციკლოპედიურია. იგივე ქსე-შიც შეიძლება ეწეროს განმარტება, მაგრამ ერთხელაც არ შემხვედრია ტექსტში. გიო ოქრო 07:30, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- უკვე გითხარით რომ ამდენი ფუჭი დრო არ მაქვს, ყველანაირი პასუხი გაგეცით და მაინც არ კმაყოფილდებით, ამიტომ კიდევ გადაიკითხეთ. გეტყობათ ბევრი დრო გაქვთ. აქ ვასრულებ თქვენთან კამათს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სიტყვა სავსებით შეესაბამება იმის, რასაც გადმოსცემს და არანაირად არაა ენციკლოპედიური სტილის დარღვევა. იმედი მაქვს შემდეგში რეალურ პრობლემებზე გაირჯებით.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:58, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- რომელ ენციკლოპედიაშია მოხსენიებული? ლექსიკონი ენციკლოპედიურობა/არაენციკლოპედიურებაზე ვერ დაგვარწმუნებს. გიო ოქრო 08:01, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- უკვე გითხარით რომ ამდენი ფუჭი დრო არ მაქვს, ყველანაირი პასუხი გაგეცით და მაინც არ კმაყოფილდებით, ამიტომ კიდევ გადაიკითხეთ. გეტყობათ ბევრი დრო გაქვთ. აქ ვასრულებ თქვენთან კამათს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სიტყვა სავსებით შეესაბამება იმის, რასაც გადმოსცემს და არანაირად არაა ენციკლოპედიური სტილის დარღვევა. იმედი მაქვს შემდეგში რეალურ პრობლემებზე გაირჯებით.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:58, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- ის რომ ლექსიკონში მისი განმარტება წერია არ ნიშნავს, რომ ენციკლოპედიურია. იგივე ქსე-შიც შეიძლება ეწეროს განმარტება, მაგრამ ერთხელაც არ შემხვედრია ტექსტში. გიო ოქრო 07:30, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- ესეც მახარებს, რომ ყველა ენციკლოპედიურ გამოცემას გულდასმით ეცნობი. აგერ ინტერნეტ რესურსებშიც უხვად მოიპოვება ეს სიტყვა და ინტერნეტი შესაბამის ლიტერატურასაც გვთავაზობს: ,, (აღავლინა), მიავლენს, მიმართავს (ზევითკენ), ააგზავნის (ვედრებას)" ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:27, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- საკმაოდ დიდი ხანია ვეცნობი სხვადასხვა აკადემიურ წყაროებსა და ენციკლოპედიებს და „აღევლინა“ ჯერ არ შემხვედრია. ამიტომაც დავწერე აქ. არაკომპეტენტურებაზე ლაპარაკს შეეშვი გთხოვ. გიო ოქრო 07:18, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- დიახ, შეიძლება ,,დაგეშილი" არავინაა, ამიტომ საეჭვო დამთხვევას მივაწერ ამ და ამის წინა ცრუ შენიშვნებს. აქვე ბატონ გიორგის ვთხოვ ჯერ გადაამოწმოს ნამდვილად შეცდომა დააფიქსირა, თუ არა და შემდგომ დააფიქსიროს განხილვის გვერდებზე. შეცდომებს ცხადია არ გამოვრიცხავ, მაგრამ უტაქტო და არაკომპეტენტურ შენიშვნებს ვერ მივიღებ. პატივისცემით გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:15, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- აი აქ კი გავაკეთებ კომენტარს გიორგი ჩუბინიძის მისამართით - ნუ იფიქრებთ, რომ აქ ვინმე მხოლოდ თქვენზეა "დაგეშილი" და მხოლოდ თქვენს რედაქტირებებს ამოწმებს. გარდა ამისა, არც თუ სწორია თქვენი, როგორც შემმოწმებლის სტატუსის მქონე მომხმარებლის მხრიდან, მსგავსი განცხადებები. შემმოწმებელი ამოწმებს ყველაფერს (თუკი ამის საშუალებას თვალების გამართული მუშაობა და ყურადღება აძლევს) და შემიძლია დავადასტურო - გიო ნებისმიერი მომხმარებლის რედაქტირებას ეცნობა საგულდაგულოდ (ზემოთ მომხდარ კაზუსს თავი დავანებოთ) --Abandoner განხილვაწვლილი 06:58, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
@გიო ოქრო: ენციკლოპედიებშიც არის და სავსებით ცოცხალი სიტყვაა, ვინაიდან ეტიმოლოგია, რაც ამ სიტყვაა აქვს თანამედროვე სამეტყველო ენის ნაწილია. აღ-ა-ვლ-ინ-ა ანუ სიტყვასიტყვით ,,ზევით აუშვა" უნდა გამოვიყენოთ, რადგან ლოცვას აღავლენენ ღვთისადმი. წარავლინა = გაუშვა საითმე, აღავლინა = აუშვა ზევით.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:09, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- რომელ ენციკლოპედიებში? გიო ოქრო 07:14, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- ეგ თქვენ უნდა გეძიათ ვიდრე ამ შენიშვნას დაწერდით. კიდევ ვერ მიიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხები?გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:17, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- მაღლა დავწერე რომ ენციკლოპედიებში არ შემხვედრია. აგერ თქვენ იძახით, რომ „ენციკლოპედიებშიც არის და სავსებით ცოცხალი სიტყვაა“ და მაინტერესებს რომელ ენციკლოპედიებში. გიო ოქრო 07:23, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- ზემოთ გიპასუხეთ. იმედია დამაკმაყოფილებელი პასუხია და დროის დაკარგვა ბოლოჯერ მომიწია. შემდგომში რეალურ პრობლემებსა და შეცდომებს ჩაუღრმავდით, რაც ბევრია და ყველა ერთად მუშაობით აღმოვფხვრით.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:33, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- პასუხიც იქვეა და გაეცანით. გიო ოქრო 07:34, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- ლექსიკონი ენციკლოპედია რომ არაა ალბათ ხვდებით. გიო ოქრო 07:52, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- ეგ თქვენ უნდა გეძიათ ვიდრე ამ შენიშვნას დაწერდით. კიდევ ვერ მიიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხები?გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:17, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
@გიო ოქრო: თუ შეიძლება, განმიმარტეთ ენციკლოპედიური და არაენციკლოპედიური სიტყვის არსი. და, თუ შეიძლება, წყაროც მიმითითეთ, რომელიც განმარტავს ენციკლოპედიურ სიტყვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვერ ვიგებ რას გულისხმობთ, რადგან მე ჩემს ცხოვრებაში არსად გამიგია სიტყვების ასე დაყოფა. „აღვლენა“ სალიტერატურო და საყოველთადო ხმარებული სიტყვაა და ამ სტატიაშიც სრულიად ბუნებრივ კონტექსტშია მოყვანილი: „წირვის აღვლენა“. თუ არ მოგწონთ ეს საყოველთაოდ მიღებული სიტყვათა კომბინაცია, რას გვთავაზობთ მის ნაცვლად? „წირვის გამართვა“, „წირვის განხორციელება“, „წირვის ორგანიზება“ და მისთ. არ მიიღება. Deu. 08:25, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- ვიკიპედია არ არის მხოლოდ ქრისტიანებისთვის. როდესაც ამას სხვა რელიგიის წარმომადგენელი კითხულობს რათქმაუნდა არ მოეჩვენება ჩვეულებრივ სიტყვად. ენციკლოპედიურობა ნეიტრალურობას გულისხმობს მათ შორის რელიგიის კუთხით. „წირვის გამართვა“ სწორად მიმაჩნია. იგივე ხდება ხატების „გადასვენებაზე“. გიო ოქრო 08:45, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- გიო, ჩვენო ოქრო, წირვას ყოველი ქრისტიანული კონფესიის ეკლესიაში აღავლენენ, არა მხოლოდ მართლმადიდებლები: კათოლიკებიც, პროტესტანტებიც, აღმოსავლური კონფესიებიც და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ე.წ. არასამებისეული ქრისტიანული კონფესიებიც, როგორებიც არიან, მაგალითად, იეჰოვას მოწმეები. ისინიც თავიანთი მსახურების ჩატარებისას სიტყვა „აღვლენას“ იყენებენ. ლოცვას და მსახურებას მუსლიმებიც აღავლენენ, ბუდისტებიც და ა.შ. დაგუგლე თუ არ გჯერა. ააასე რომ, სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ წაიკითხავს, დიაღაც ჩვეულებრივ სიტყვად მოეჩვენება. და იცი რატომ? იმიტომ, რომ მართლა ჩვეულებრივი სიტყვაა . ნეიტრალურობის დარღვევაც არასწორად გესმის, ოქრო, ცუდად არ გამიგო. ნეიტრალურობას არ არღვევს ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც მხოლოდ ერთი კონფესიის მახასიათებელია. მაგალითად, სიტყვა „კანკელი“ მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ ერთ-ერთ კედელს ჰქვია, მაგრამ მაგ სიტყვას ხმარებიდან ხომ არ ამოვიღებთ? :) „ბუდა“ მარტო ბუდიზმშია, „ბჰაკტი“ მარო ინდუიზმშია და მე რომ ეს სიტყვა მესმის, უცნაურად მხვდება ყურში; ახლა ამის გამო ხომ არ ვიტყვი, რომ ეს სიტყვა არაენციკლოპედიურია და არანეიტრალურია. :)). გიო ოქრო, ამ სტატიას სხვა პრობლემებიც ბევრი აქვს და ჩუბინიძე არ მიწყენს ამას თუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაგრამ ეგ სიტყვა კი ნამდვილად არაა არც ნეიტრალურობის დარღვევა და არც სხვა რამის. მით უმეტეს, „არაენციკლოპედიური სიტყვის“ ცნება ბუნებაში არ არსებობს :)). Deu. 09:09, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
ტიტულატურა
რედაქტირებაჩემი აზრით, ინფოდაფაში ტიტულატურა უნდა გავყოთ ორად. პატრიარქის თანამდებობა უნდა იყოს ცალკე და მთავარეპისკოპოს — ცალკე. გიო ოქრო 18:59, 18 თებერვალი 2021 (UTC)
- ვერ მივხვდი, რას გულისხმობ? მთავარეპისკოპოსი ცალკე როგორ უნდა იყოს, ერთიანი ტიტულატურის ნაწილია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:27, 19 თებერვალი 2021 (UTC)
9 აპრილი
რედაქტირებავფიქრობ, სტატიაში რომ წერია, რომ 9 აპრილს ილია სიტყვით გამოვიდა და არ არის შემდეგ ნათქვამი რა თქვა, მნიშვნელოვნად ამახინჯებს რეალობის აღქმას და ილია მეორეს უფრო ნათელ სურათში აყენებს, ვიდრე არის.
წყარო: ილია მეორეს სიტყვით გამოსვლა 9 აპრილის ღამეს (https://www.youtube.com/watch?v=wgHLO4mCLmc) Mariam Ekizashvili (განხილვა/წვლილი) 09:55, 4 თებერვალი 2023 (UTC)