განხილვა:გუთები
Untitled
რედაქტირებაგუთები თუ გოთები? --მიხეილ მიწერა 10:48, 19 ივნისი 2012 (UTC)
- იქნებ შემოიხედოთ.--მიხეილ მიწერა 09:33, 20 ივნისი 2012 (UTC)
- მიშა, ეს ძველი განხილვა ნახე. :) – BruTe (გ) 09:35, 20 ივნისი 2012 (UTC)
- ანუ, გამოდის გუთური ენა, გუთური არქიტექტურა და ა. შ.?--მიხეილ მიწერა 09:37, 20 ივნისი 2012 (UTC)
- მიშა, ეს ძველი განხილვა ნახე. :) – BruTe (გ) 09:35, 20 ივნისი 2012 (UTC)
- (რედ. კონფლიქტი) ქსე ტომი 3 გვ. 204 გოთები, იხ. გუთები. გვ 296 სტატია გუთები - გუთები, გოთები (ლათ. Gothi, Gotones, გერმ. Goten), აღმ. გერმანული ტომები. --დათო1010 09:40, 20 ივნისი 2012 (UTC)
- გვ. 297 გუთური ენა. გუთური ხელოვნება, იხ. გოტიკა.--დათო1010 09:42, 20 ივნისი 2012 (UTC)
- გასაგებია. გუშინ ერთმა მომხმარებელმა სტატიაში გუთები ყველგან გოთებით ჩაასწორა და ახლა გავაუქმე ცვლილება. --მიხეილ მიწერა 09:46, 20 ივნისი 2012 (UTC)
- გვ. 297 გუთური ენა. გუთური ხელოვნება, იხ. გოტიკა.--დათო1010 09:42, 20 ივნისი 2012 (UTC)
- თუმცა როგორც ქსე-დან მივხვდი შეცდომა არც გოთებია--დათო1010 09:48, 20 ივნისი 2012 (UTC)
ამაზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს? - ასტერიქსი და გოთები --H.McC. (მომწერეთ) 10:27, 20 ივნისი 2012 (UTC)
- შეცდომა არცერთი არ ყოფილა და არა მგონია. --მიხეილ მიწერა 10:32, 20 ივნისი 2012 (UTC)
- გასაგებია. მე ის ვერ გავიგე, თავის დროზე კვლევების შედეგად რატომ დადგინდა, რომ გუთებია. თავის ან რომელიმე სხვა ენაზე ასე ჟღერს? --H.McC. (მომწერეთ) 10:34, 20 ივნისი 2012 (UTC)
- თანავიკიპედიელებო მარტივი ლოგიკითაც გამოვალთ რომ შედარებით მისახები და გასავრცელებელი "გოთებია" ამდენი ინტერვიკიდან არცერთში არ წერია "გუთებად". მესმის წყაროში რაც წერია მაგრამ რაღა ჩვენ გამოხვტით ამ მსოფლიოში სახელი "გოთის" რევოლუციონერებად, თან არ მესმის თუ ვაღიარებთ "გუთებს" მაშინ ყველგან გუთები ვწეროთ და აღარ იყოს არც "გოტლადნი" არც "გოთიკა" არც "გოთური ომები" და ყველგან ვწეროთ "გუთები". მე მაინც მართებულად მიმაჩნია "გოთების" ხმარება რადგან მთელ მსოფლიოში ეგრეა გავრცელებული, პლიუს ბერძნული და ლათინური ფუძეც ეგეთია და მარტო ქსე–ს ნუ დავეყრდნობით ამჯერად.
- თუ სხვა წყარო გინდათ ამ გადმოთარგმნილი ქსე–ს ნაცვლად ნახეთ დსე:http://bse.sci-lib.com/article085466.html (Остготы, остроготы, грейтунги, германское племя, восточная ветвь готов.) –Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 22:40, 17 დეკემბერი 2012 (UTC)
ფაქტობრივად ვუპასუხე ამ განხილვაში, აქ მხოლოდ ერთს დავამატებდი. წყაროების მითითებისას, ყურადღება ენიჭება უახლესს და ამ შემთხვევაში ისიც ქართულს. თუ თქვენ უახლეს ქართულ ლიტერატურას (არა სასკოლო სახელმძღვანელოებს) მოიყვანთ, არანაირი პრობლემა არ გვეღობება წინ. გმადლობთ.--ჯაბა ლაბაძე 04:13, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- Kvarki1, არსებობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, რომელსაც ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია (ამჟამად არსებობს თუ არა ეს კომისია არ ვიცი) ადგენს. აქედან გამომდინარე სხვა სალიტერატურო ენების ნორმები ქართულ სალიტერატურო ენაში არ გამოგვადგება. რადგან ქსე არის ამ ნორმების მიხედვით შედგენილი ამიტომ ვეყრდნობით ქსე-ეს.--ცანგალა (გ) 07:34, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- მესმის რასაც თქვენ მეუბნებით და შევეცდები კიდეც დასაბუთებისთბის წყაროც მოვძებნო, მაგრამ ჩემი აზრით ნორმის დარღვევა არ იქნება თუ ძირითად სახელად "გოთებს" ჩავწერთ, "გუთებს" ხომ არ უარვყოფთ? იქვე მივაწერთ. უბრალოდ "გოთების" სახით არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც და ჩემი სურვილია, რომ ჩვენც "გოთებს" მივანიჭოთ უპირატესობა, ვიკის მთავარი მიზანი ხომ მკითხველის ინტერესის გათვალისწინება და ინფორმაციის მიღება–აღქმის გამარტივებაა ?! --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 10:14, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე ვნახე ასეთი წინადადება „ბოეციუსი ანისიო მანლიო ტორკვატო სევერინუსი 475 წელს დაიბადა რომში (ზოგი წყაროს მიხედვით, ალექსანდრიაში). ამ დროს იტალიის ტერიტორიას გოთები განაგებდნენ, კერძოდ, მათი ვესტგოთური და ოსტგოთური შტოები.” (იხ ლინკი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=13262 ) წყაროდ მითითებულია :ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]. --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 10:32, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- იხ. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=9604 გუთები-ცანგალა (გ) 11:30, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- როგორ ფიქრობ არ მექნებოდა უკვე ნანახი? ვერ მივხვდი ამით რისი თქმა გინდა ? მაგაზე არც არავინ დაობს რომ "გუთებიც" სწორია და რომ არსებობს ეგეთი სახელი. მე ზემოთ გიჩვენე რომ 2008 წლის ნაშრომის გამოცემაში უპირატესობა მინიჭებული აქვს სახელ "გოთებს". მაგ ლინკზე მითითებული "უცხო სიტყვათა ლექსოკონი" კი 1989 წლისაა ! --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 11:37, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- შევეცდები, მოკლედ ავხსნა არსებული სიტუაცია .
- თითქმის ყველა ენა ამ ხალხს მოიხსენიებს გოთებად იმის გამო, რომ ბერძნული ენიდან აქვთ აღებული ერის დასახელება, ბერძნულ ენაში კი, მოგეხსენებათ, უ ბგერის აღმნიშვნელი ასოს ნაკლებობის გამო ხშირია ო/უ ხმოვნების შენაცვლება. ასე მოხდა ამჯერადაც. რაც შეეხება გუთებს, ეს მოდის ერის თვითდასახელებიდან (Gut, Gutans). ქართულ ენაში, არაა გამორიცხული, თვით გუთური ენიდან შემოსულიყო, ყოველგვარი შუამავლების გარეშე (ქართულ და გუთურ კულტურას რომ ჰქონდა ურთიერთობა ერთმანეთში, ამაზე მეტყველებს ამ ორი ხალხის ანბანში საერთო ნიშნებიც).
- არ ვდაობთ იმაზე, რომ ლიტერატურულად ორივე სწორია: გოთებიცა და გუთებიც.
- ახლა, ავირჩიოთ, რომელი გამოვიყენოთ. საქმე ისაა, რომ გუთების გამოყენებას ამ მნიშვნელობით პრაქტიკული დატვირთვაც აქვს.
- კერძოდ, ერთი მხრივ არსებობს გუთური ენა, გუთები, გუთური დამწერლობა — ეს ყველაფერი დაკავშირებულია გუთებთან, როგორც ერთან; მეორე მხრივ არსებობს გოთური არქიტექტურა, გოთური სტილის შრიფტი, გოთური საერთოევროპული კულტურა, გოტიკა... ეს ყველაფერი კი არაფერ კავშირშია გუთებთან, როგორც ერთან — მხოლოდ სახელია აღებული.
- ევროპულ ენებში ამ ტერმინთა მსგავსება იწვევს იმ პრობლემას, რომ გაუცნობიერებელი მკითხველი გოტიკას უკავშირებს გუთებს (გნებავთ გოთებს) და ა. შ. ჩვენი ენა, ვინაიდან იცნობს ორ ტერმინს: გუთებსა და გოთებს, საშუალებას გვაძლევს, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ და „გუთ“ ფუძე გამოვიყენოთ იმ ერის კონტექტში, რომელსაც ეს ჩვენი სტატია ეხება, ხოლო „გოთ“ ფუძე გამოვიყენოთ გოთური სტილის ხელოვნებასთან დაკავშირებით.
- ეს ჩემი შემოთავაზებაა, იმედი მაქვს, მოგეწონებათ . Deu. 11:53, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- ძალიან საინტერესოა შენი დაწერილი Deu, ჩემი აზრით ეს ყოველივე უნდა დაიწეროს თვითონ სტატიაშიც რათა მკითხველმაც გაიგოს თუ რატომ ვწერთ "გუთებს". წყარო მივუთითოთ და სახელწოდების ეტიმოლოგიის სახით შევიტანოთ სტატიაში. ისე ერთი–ორი კითხვა მაინც მაქვს იმ შემთხვევაში თუ ბერძნულიდან არის აღებული მაშინ შენი ზემოთდაწერილის მიხედვით გასაგებია, მაგრამ მაშინ ლათინურად რატომ ღა წერია "გოთებად"? ან თუ გერმანული ტომია მაშინ თვითონ გერმანელები რატომ უწოდებენ "გოთებს"? განა ჩვენ უფრო უკეთ შევინახეთ ამ ტომის სახელი ვიდრე თვითონ გერმანელებმა ?--Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 12:28, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- ლათინურად იმიტომ წერია, რომ ლათინურ ენაშიც ბერძნულიადნ შევიდა (ჩემი აზრით). თუმცა ეს არსებითი არაა. რაც შეეხება გერმანულს, გუთები არ იყვნენ „გერმანელები“ (დოიჩეები, Deutsche), გუთები იყვნენ „გერმანები“ (ანუ გერმანიკული ხალხი, Germanen). ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა. გუთური ენა არც დღევანდელი გერმანული ენის წინაპარი ენა არაა. გუთები ისეთივე გერმანები იყვნენ, როგორც დღევანდელი ინგლისელები (ანგლო-საქსები), დღევანდელი გერმანელები, დღევანდელი სკანდინავიელები და ა. შ. Deu. 12:44, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- გასაგებია, შენი მოსაზრებაც მისაღებია, მაგრამ წყაროს გარეშე ვერაფერს შევცვლით და ისევ ზემოთ აღნიშნული წყაროებით მოგვიწევს ვიხელმძღვანელოთ --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 12:54, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- ლათინურს რაც შეეხება, რომაელებს უფრო ადრე ჰქონდათ გოთებთან შეხება და არა მგონია ბერძნებისგან ესესხათ სახელი. --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 13:01, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- პატივცემულო Kvarki1, ძალიან გთხოვ, ნუ აყვები ქართულ ვიკიპედიაში დამკვიდრებულ დამახინჯებულ ტენდენციას, რომ ყოველი ცვლილება მოითხოვს წყაროს! ეს აბსოლუტურდ არაა ასე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ლიტერატურული ენა იცნობს ორ ლიტერატურულად სწორ ალტერნატიულ ფორმას, ჩვენ გვეძლევა არჩევანის საშუალება — არცერთ შემთხვევაში არ ვარღვევთ წესს . აქ რაიმე დამატებით წყაროებზე, უახლოეს და უძველეს ლიტერატურაზე საუბარი ზედმეტია. უახლოეს და ავტორიტეტულ ლიტერატურას აზრი ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უნდა გაირკვეს, რომელია სწორი და არა მაშინ, როდესაც არჩევანი კეთდება ორ სწორ ფორმას შორის.
- პატივს ვცემ ქართული ვიკიპედიის თითოეულ მომხმარებელს, მაგრამ წყაროს მოთხოვნის ფარისევლური და პედანტური ტრადიცია სასტიკად გაუმართლებელია და არ შეიძლება, რომ ეს არ ითქვას. ასეთ სიტუაციაში, როგორიც ახლა ჩვენ გვაქვს, ნებისმიერ სხვა ვიკიპედიაში მარტივად, ლოგიკურ დასკვნებზე ააგებდნენ მსჯელობას და აირჩევდნენ ერთ-ერთ ალტერნატივას . გთავაზობთ, ჩვენც მოვიქცეთ ასე და მშვიდად და ლამაზად, ყოველგვარი დამატებითი წყაროების გარეშე გადავწყვიტოთ, რომელი ფორმაა უფრო მისაღები ჩვენთვის: გოთები თუ გუთები. Deu. 13:02, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- რომაელებთან ჰქონდათ შეხება... შეიძლება, მაგრამ კულტურული კავშირები უფრო მეტად ბერძნებთან; დამწერლობა ბერძნულისგან აიღეს და, თუ არ ვცდები ვულფილამ ცნობილი გუთური ბიბლიაც ბერძნულიდან თარგმნა :). Deu. 13:05, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- თუმცა ეს არსებითი არაა, რა თქმა უნდა . Deu. 13:05, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- ლოგიკური მსჯელობა სწორედ ფაქტებით მსჯელობაა. ისეთი ფაქტებით რომელნიც მდგრადი და უცვლელნი არიან. ჩვენი აზრი კი ასეთ ფაქტად ვერ გამოდგება. გადაწყვეტილების მისაღებათ შედარებით უფრო ობიექტური ავტორიტეტი გვინდა. :) --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 13:14, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- ფაქტი: ლიტერატურულად სწორია, როგორც გუთები, ისე გოთები.
- ეს ფაქტი იმ დასკვნის გამოსატანად, რაც ზემოთ დავწერე და შემოგთავაზეთ, აბსოლუტურად საკმარისია . Deu. 14:06, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- ლოგიკური მსჯელობა სწორედ ფაქტებით მსჯელობაა. ისეთი ფაქტებით რომელნიც მდგრადი და უცვლელნი არიან. ჩვენი აზრი კი ასეთ ფაქტად ვერ გამოდგება. გადაწყვეტილების მისაღებათ შედარებით უფრო ობიექტური ავტორიტეტი გვინდა. :) --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 13:14, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- გასაგებია, შენი მოსაზრებაც მისაღებია, მაგრამ წყაროს გარეშე ვერაფერს შევცვლით და ისევ ზემოთ აღნიშნული წყაროებით მოგვიწევს ვიხელმძღვანელოთ --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 12:54, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- ლათინურად იმიტომ წერია, რომ ლათინურ ენაშიც ბერძნულიადნ შევიდა (ჩემი აზრით). თუმცა ეს არსებითი არაა. რაც შეეხება გერმანულს, გუთები არ იყვნენ „გერმანელები“ (დოიჩეები, Deutsche), გუთები იყვნენ „გერმანები“ (ანუ გერმანიკული ხალხი, Germanen). ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა. გუთური ენა არც დღევანდელი გერმანული ენის წინაპარი ენა არაა. გუთები ისეთივე გერმანები იყვნენ, როგორც დღევანდელი ინგლისელები (ანგლო-საქსები), დღევანდელი გერმანელები, დღევანდელი სკანდინავიელები და ა. შ. Deu. 12:44, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- როგორ ფიქრობ არ მექნებოდა უკვე ნანახი? ვერ მივხვდი ამით რისი თქმა გინდა ? მაგაზე არც არავინ დაობს რომ "გუთებიც" სწორია და რომ არსებობს ეგეთი სახელი. მე ზემოთ გიჩვენე რომ 2008 წლის ნაშრომის გამოცემაში უპირატესობა მინიჭებული აქვს სახელ "გოთებს". მაგ ლინკზე მითითებული "უცხო სიტყვათა ლექსოკონი" კი 1989 წლისაა ! --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 11:37, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
Kvarki1 - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=9604 - ეს არის უცხო ენათა ლექსიკონი. --ცანგალა (გ) 14:12, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- რა უცხო ენათა ლექსიკონი ? თუ იმას გულისხმობ რომელ ლინკსაც შენ დებ იმ ლინკზე გარკვევით არის მითითებული "უცხო სიტყვათა ლექსიკონი". ეს ერთი, ხოლო ფაქტს რაც შეეხება რამდენჯერ დავწერე რომ ხო ორივე სწორია, მაგრამ რადგანაც მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც უფრო "გოთები" არის გავრცელებული სათაურად დავწეროთ "გოთები".(ცანგალა ზემოთ უკვე დავწერე "გოთების" უპირატესობა წყაროს მიხედვით) რამე რთულს და გაუგებარს ხომ არ ვიძახი, ძალიან მარტივი რამეა. --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 14:32, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- აწ უკვე ზემოთ ნაჩვენები 2008 წლის ნაშრომის გამოცემაში (წყაროში) უპირატესობა მინიჭებული აქვს სახელ გოთებს. მაგ ლინკზე მითითებული "უცხო სიტყვათა ლექსოკონი" კი 1989 წლისაა --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 14:35, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- გიორგი, ვერ გავიგე... ვდაობთ იმაზე, თუ როემლია სწორი ლიტერატურულად? [წყაროების უახლესობას რატომ არკვევთ?]
- შევთანხმდეთ, რომ არ ვდაობთ ამაზე.
- შევთანხმდეთ, რომ ორივე სწორია: გუთებიც და გოთებიც.
- კითხვა მხოლოდ იმაზე ისმის, რომელი უმჯობესია ვიკიპედიისათვის.
- ორი განსხვავებული აზრი გვაქვს მე და შენ, შენ თვლი, რომ რადგან გოთებია გავრცელებული, უმჯობესია ჩვენც გოთები გამოვიყენოთ,
- მე კი ვთვლი, რომ „გუთ“ ფუძის გამოყენება ამ კონტექსტში (ერთან დაკავშირებით) და „გოთ“ ფუძის გამოყენება შუა საუკუნეებში გავრცელებული ხელოვნების კონტექსტში [იხ. ზემოთ] საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული სფერო .
- „რამდენჯერ დავწერე“... გავიგე, ბატონო, რომ დაწერე :), ახლა მაინტერესებს, ჩემი იდეა თუ მოგწონს და თუ არ მოგწონს, რატომ არ მოგწონს. ახლა უკვე მსჯელობაა საჭირო. აგერ, პაატას მოეწონა :)
- რაც შეეხება შენს მოსაზრებას, კი, მართლაც ზოგჯერ უმჯობესია გავრცელებული სახელის გამოყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში ანტიკურ-ადრეულ შუასაუკუნეების ერისა და შუა საუკუნეების ხელოვნების ერთმანეთისაგან გამიჯვნის მიზნით, კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომელსაც ჩვენი სალიტერატურო ენა გვაძლევს . მე ასე ვთვლი. მადლობა, Deu. 15:47, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- დათო, შენთან მაქვს ერთი კითხვა, თუ შეგიძლია მიპასუხო: შუა საუკუნეების ხელოვნებაში (გოთური არქიტექტურა, გოთური სტილის შრიფტი, გოთური საერთოევროპული კულტურა, გოტიკა...) “გოთ“ ფუძე საიდან გაჩნდა? ამაზეა დამოკიდებული ჩემი თარგი:ლაიკ :)— G.G. 16:33, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- კარგი, რადგან საინტერესოა, დეტალებში ავხსნი .
- ვინაიდან გუთები რომის იმპერიაში არ სარგებლობდნენ დიდი პატივისცემით, მათი სახელი ლათინურ ენაში თავიდანვე სალანძღავ სიტყვად იქცა; სიტყვა gotico იტალიურ ენაში დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა დამამცირებელი მნიშვნელობით „ველური“, „ბარბაროსული“...
- მოგვიანებით, მე-12 საუკუნიდან საფრანგეთში ყალიბდება ხელოვნების მიმდინარეობა, რომელსაც საწყის ეტაპზე „opus francigenum“ ეწოდა (ქართ.: ფრანგული შმოქმედება, ფრანგული სტილი). ამ დროს, მოგეხსენებათ, გუთები, როგორც ერი, აღარ არსებობს, თუმცა სიტყვა gotico ინარჩუნებს თავის ნეგატიურ მნიშვნელობას; მე-16 საუკუნის არქიტექტორმა ჯორჯო ვაზარიმ, რომელიც ნეგატიურად იყო განწყობილი „opus francigenum-ის“ მიმართ, პირველად გამოიყენა ამ ფრანგული ხელოვნების დასამცირებლად სიტყვა gotico; მიუხედავად იმისა, რომ ვაზარის განწყობა დღეს შეცვლილია, ხელოვნების ამ მიმდინარეობის აღსანიშნავად დღემდე გამოიყენება ეს სახელწოდება „გოტიკა“.
- ამით იმის თქმა მინდა, რომ „გუთები“ უფრო ძველი სიტყვაა, ქართულში შემოსული სავარაუდოდ თავად გუთური ენიდან, ვინაიდან „გუთ“ ფუძე მხოლოდ გუთურ ენაში დასტურდება (ან მე სხვა არ ვიცი). „გოტიკა“ კი შემოსულია იტალიურის გავლით, სიტყვიდან gotico, რაც ბარბაროსულს ნიშნავდა და თავის მხრივ ასევე გუთებს უკავშირდება. ამ ეტიმოლოგიური განსხვავების გამოც კარგი იქნება ამ ორი ტერმინის გამიჯვნა.
- სხვათა შორის, ახლა აღმოვაჩინე, რომ იტალიური ენიდან შემოსვლის გამო ქართულ ენაში სწორი ყოფილა „გოტიკა“, „გოტიკური არქიტექტურა“ და არა „გოთიკა“ ან „გოთიკური არქიტექტურა“.
- იმედი მაქვს, საკმარისია {{ლაიკისათვის}} . Deu. 18:39, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- აბსოლუტურად :) თარგი:ლაიკ — G.G. 18:56, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- დათო, შენთან მაქვს ერთი კითხვა, თუ შეგიძლია მიპასუხო: შუა საუკუნეების ხელოვნებაში (გოთური არქიტექტურა, გოთური სტილის შრიფტი, გოთური საერთოევროპული კულტურა, გოტიკა...) “გოთ“ ფუძე საიდან გაჩნდა? ამაზეა დამოკიდებული ჩემი თარგი:ლაიკ :)— G.G. 16:33, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- რა უცხო ენათა ლექსიკონი ? თუ იმას გულისხმობ რომელ ლინკსაც შენ დებ იმ ლინკზე გარკვევით არის მითითებული "უცხო სიტყვათა ლექსიკონი". ეს ერთი, ხოლო ფაქტს რაც შეეხება რამდენჯერ დავწერე რომ ხო ორივე სწორია, მაგრამ რადგანაც მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც უფრო "გოთები" არის გავრცელებული სათაურად დავწეროთ "გოთები".(ცანგალა ზემოთ უკვე დავწერე "გოთების" უპირატესობა წყაროს მიხედვით) რამე რთულს და გაუგებარს ხომ არ ვიძახი, ძალიან მარტივი რამეა. --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 14:32, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- ესეც თარგი >მოწონება< (ლაიკ) ჩემგან ვიკის :) --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 19:50, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
- შემეშალა "უცხო სიტყვათა ლექსიკონი"--ცანგალა (გ) 08:04, 19 დეკემბერი 2012 (UTC)
სახელი
რედაქტირება@MIKHEIL:, @David1010:, @Jaba1977:, @Abandoner:, @Deu:, @პაატა შ: განხილვის მონაწილენო: საქართველოს ისტორიის I ტომში მოხსენიებულია გოთები. განხილვაში სხვა მოხსენიებულ წყაროებთან შედარებით ეს ყველაზე ახალია. გიო ოქრო 13:30, 1 დეკემბერი 2017 (UTC)
- @გიო ოქრო: რომელი „საქართველოს ისტორიაა“ ეგ? წელი, ავტორი, გამომცემლობა... --Abandoner განხილვაწვლილი 13:32, 1 დეკემბერი 2017 (UTC)
- აკად. გ. მელიქიშვილი, აკად. ა. აფაქიძე, აკად. ო. ჯაფარიძე, აკად. დ. მუსხელიშვილი, „საქართველოს ისტორია“, ტ. I — უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე, გვ. 207, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბ. 2012, ISBN 978-9941-19-584-6. გიო ოქრო 13:38, 1 დეკემბერი 2017 (UTC)
- @გიო ოქრო: რომელი „საქართველოს ისტორიაა“ ეგ? წელი, ავტორი, გამომცემლობა... --Abandoner განხილვაწვლილი 13:32, 1 დეკემბერი 2017 (UTC)
- აქ ვერაფერს ვიტყვი, სკოლისას არ ჰგავს აშკარად. --Abandoner განხილვაწვლილი 13:42, 1 დეკემბერი 2017 (UTC)
- ანდრია აფაქიძე —გარდაიცვალა 2005 წელს, გიორგი მელიქიშვილი გარდაიცვალა 2002, დავით მუსხელიშვილი — დაბადებული 1928 წელს (89 წლის), ოთარ ჯაფარიძე (ისტორიკოსი) — დაბადებული 1921 წელს, რომლებმაც 2012 წელს გამოცეს „საქართველოს ისტორია“. -- ცანგალა 19:34, 12 დეკემბერი 2017 (UTC)
- @Zangala: იხ. დიდგორის ბრძოლის და გიორგი V-ის ლიტერატურები, სადაც მოხსენიებულია მეორე და მესამე ტომი (ეს ორივე 2012 წლისაა). პირველიც ასევეა 2012 წელს. გიო ოქრო 09:59, 13 დეკემბერი 2017 (UTC)
- ანდრია აფაქიძე —გარდაიცვალა 2005 წელს, გიორგი მელიქიშვილი გარდაიცვალა 2002, დავით მუსხელიშვილი — დაბადებული 1928 წელს (89 წლის), ოთარ ჯაფარიძე (ისტორიკოსი) — დაბადებული 1921 წელს, რომლებმაც 2012 წელს გამოცეს „საქართველოს ისტორია“. -- ცანგალა 19:34, 12 დეკემბერი 2017 (UTC)
- აქ ვერაფერს ვიტყვი, სკოლისას არ ჰგავს აშკარად. --Abandoner განხილვაწვლილი 13:42, 1 დეკემბერი 2017 (UTC)
რადგანაც პაპირი გადავიდა პაპირუსი-ზე, დამასკი დამასკო-ზე, მაშინ ესეც უნდა გადავიდეს გოთები-ზე. გიო ოქრო 08:15, 17 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ზემოთ განხილვაში უკვე ვისაუბრეთ ამაზე. ორთოგრაფიულად ორივე სწორია, გოთებიც და გუთებიც. თუმცა გუთები უფრო გამართლებულია ანტიკური და ადრეშუასაუკუნეების ერის აღმნიშვნელად, გოტიკა — განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ხელოვნების აღსანიშნავად, გოთები კი თანამედროვე სუბკულტურის აღსანიშნავად. იხ. ჩემი კომენტარი ზემოთ. Deu. 07:27, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)
- რამდენიმე თვის წინ სტატიები (ზოგიერთ) გადავიდა იმ სახელებზე, როგორც უფროა ცნობილი საზოგადოებაში. რახანაც ორივე გამართლებული სახელწოდებაა, მაშინ გოთები-ზე გადატანა თავისუფლად შეიძლება. გიო ოქრო 07:36, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ეგ წესად ჩამოყალიბდა, რომ როგორც ცნობილია საზოგადოებაში, ისე გადავიდეს? ამ შემთხვევაში მე წინააღმდეგი ვიქნები. Deu. 12:26, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მხოლოდ მაშინ მოქმედებს ეს "წესი", თუ გავრცელებული სახელი სწორ ფორმად ითვლება (მაგ. გუთებიც სწორია და გოთებიც, ამიტომ უპირატესობა გოთებს ენიჭება). გიო ოქრო 16:42, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)