ასტერიქსი და გუთები

(გადამისამართდა გვერდიდან ასტერიქსი და გოთები)

ასტერიქსი და გუთები“ (ფრანგ. „Astérix et les Goths“) — რიგით მესამე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1961-1962, გამოშვებები 82–122), ხოლო ალბომის სახით გამოიცა 1963 წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.

„ასტერიქსი და გუთები“
„Astérix et les Goths“

გამომცემელი Hachette
გამოცემის თარიღი 1963
გმირი(ები) ასტერიქსი, ობელიქსი, პანორამიქსი, გუთები
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი რენე გოსინი
მხატვარი(ები) ალბერ უდერზო
პირველი გამოცემა
პირველად გამოიცა ჟურნალი Pilote
გამოცემა 82–122
გამოცემის თარიღები 1961–1962
ენა ფრანგული
ISBN ISBN 2-01-210003-1
ქრონოლოგია
წინა „ასტერიქსი და ოქროს ნამგალი“ (1962)
შემდეგი „გლადიატორი ასტერიქსი“ (1964)

სიუჟეტის მიხედვით, დრუიდ პანორამიქსს (ისევე, როგორც პირველ ამბავში, „გალი ასტერიქსი“) კვლავ იტაცებენ – ამჯერად გუთები. მათ სურთ, გამოსტყუონ ძალის მოსამატებელი სასწაულმოქმედი ელიქსირის საიდუმლო და რომის იმპერიის წინააღმდეგ გაილაშქრონ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება