ასტერიქსი (პერსონაჟი)
ასტერიქსი (Asterix) — ამავე სახელწოდების ფრანგული კომიქსების სერიის პერსონაჟი. ამ სერიაში იგი წარმოდგენილია, როგორც მომცრო, მაგრამ უშიშარი, გალიის მოსახლე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს იულიუს კეისრის დამპყრობლურ პოლიტიკას.
ასტერიქსი | |
---|---|
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Dargaud (საფრანგეთი) |
პირველი გამოჩენა | პილოტი #1 (29 ოქტომბერი, 1959) |
ავტორ(ებ)ი | რენე გოსინი და ალბერ უდერზო |
დახასიათება | |
ალტერ ეგო | Astérix (ფრანგული) |
მტრები | რომაელები |
შესაძლებლობა |
|
ასტერიქსი შეიქმნა 1959 წელს, სცენარისტ რენე გოსინისა და მხატვარ ალბერ უდერზოს მიერ. ასტერიქსი, გარდა კომიქსების 35 ძირითადი ტომისა, არის რამდენიმე ანიმაციური და მხატვრული ფილმის პერსონაჟიც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია ოფიციალურ საიტზე Asterix.com დაარქივებული 2014-12-18 საიტზე Wayback Machine.