განიერფირფიტიანი უდემანსიელა

განიერფირფიტიანი უდემანსიელა (ლათ. Megacollybia platyphylla) — მეგაკოლიბიას გვარის სოკო Marasmiaceae-ის ოჯახისა.

განიერფირფიტიანი უდემანსიელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  Marasmiaceae
გვარი:  მეგაკოლიბია
სახეობა:  განიერფირფიტიანი უდემანსიელა
ლათინური სახელი
Megacollybia platyphylla (Pers.) Kotl. & Pouzar, 1972

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — არასაჭმელად ან მცირედ შხამიანად. ახასიათებს მწარე გემო, ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა სუსტ ფორმებში.

გავრცელებიულია ევროპასა და ცენტრალურ ამერიკაში. საპროტროფია. იზრდება ფოთლოვან ტყეებში. ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა 1796 წელს, გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა როგორც Agaricus platyphyllus.

სამეცნიერო სინონიმები:

ქუდის დიამეტრი 5-15 სმ-მდე აღწევს, მყიფე. ნორჩობაში ამოზნექილი, შემდეგ ბრტყელი და ოდნავ ჩაჭყლეტილი, მშრალ ამინდში რადიალურად დამსკდარი, ნორჩობაში შეკეცილი კიდეებით, მონაცრისფრო-ყავისფერი.

რბილობი — თეთრი ფერის, წყალწყალა, განსაკუთრებული სუნის გარეშე, გემოზე მწარეა.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფეხთან ოდნავ შეზრდილი, თავისუფალი, განიერი. თეთრი ან მონაცრისფრო.

ფეხის სიგრძე — 4-15 სმ, სისქე — 1-2, სწორი ან ზევითკენ დავიწროებული, მკვრივი, ბოჭკოვან-ხრტილოვანი. თეთრი. ძირში მთავრდება რიზოიდებით.[1]

სპორების ფხვნილი — თეთრი ფერის.[2][3] სპორები უფერული, 7-10×5-7 მკმ. ფართოელიფსისებრი ან ოვალური ფორმის.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — არასაჭმელ ან მცირედ შხამიან სოკოდ.[4] ახასიათებს მწარე გემო. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა სუსტ ფორმებში.[5]

ბრუნო ჩეტო ურჩევს მომხმარებლებს, მიირთვან იგი მცირე რაოდენობით სხვა სახეობის საჭმელ სოკოებთან ერთად.[2]

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

გავრცელებიულია ევროპასა და ცენტრალურ ამერიკაში. აგრეთვე დაფიქსირებულია იაპონიაში.[6]

საპროტროფია. იზრდება ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ტყეებში, დამპალ ხეებსა და მორებზე, ან მათთან ახლოს.

სეზონი — გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 112, ISBN 99940-856-1-1.
  2. 2.0 2.1 Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 264-265, ISBN 3-405-12116-7
  3. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 194-195, ISBN 978-3-440-14530-2
  4. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda (1985). Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL. ISBN 83-09-00714-0. 
  5. Deutsche Gesellschaft für Mykologie. (2019-06-20) Liste der Pilze mit uneinheitlich beurteiltem Speisewert de (PDF). ციტირების თარიღი: 2020-05-09.
  6. Discover Life. ციტირების თარიღი: 2015-12-05.