გალავანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტი
გალავანი (ძველი სახელი: ბოკოწინი) — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრან-საგურამოს ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე თეზმის (მდინარე არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, თემის ცენტრი (სოფლები: გალავანი, წინამძღვრიანთკარი და ზაქარო). ზღვის დონიდან 750 მეტრზე, მცხეთიდან დაშორებულია 18 კმ-ით.
სოფელი | |
---|---|
გალავანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | გალავანი |
კოორდინატები | 41°54′48″ ჩ. გ. 44°48′48″ ა. გ. / 41.91333° ჩ. გ. 44.81333° ა. გ. |
ადრეული სახელები | ბოკოწინი |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 503[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაისტორიულ წყაროებში ბოკოწინი პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. იგი მცხეთის საკათალიკოსოს კუთვნილი სოფელი ყოფილა.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასოფელს სახელი გალავანი ეწოდა XX საუკუნის დასაწყისში, იქ შემორჩენილი XVII-XVIII საუკუნეების ციხე-გალავნის მიხედვით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 503 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 454[2] |
2014 | 503 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 632.
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 272.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.