გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 884

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 884 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 12 ნოემბერს. უშიშროების საბჭოს 822-ე (1993), 853-ე (1993) და 874-ე (1993) რეზოლუციების შეხსენების შემდეგ, საბჭომ შეშფოთება გამოხატა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისა და მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევების გამო, კერძოდ, ზანგილანის რაიონისა და ჰორადიზის ოკუპაციის გამო.

გაეროს უს
რეზოლუცია 884

ზანგილანის რაიონი აზერბაიჯანში
თარიღი 12 ნოემბერი 1993
სხდომა № 3313
კოდი S/RES/884 (დოკუმენტი)
თემა სომხეთი-აზერბაიჯანი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

საბჭომ, ასევე დაგმო აზერბაიჯანში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები და დაბომბვები, რისთვისაც სომხეთის მთავრობას მოუწოდა გამოეყენებინა თავისი გავლენა მთიანი ყარაბაღის სომხების მიერ წინა უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისა და დაცვის საქმეში. ასევე მიესალმა ეუთოს მინსკის ჯგუფის დეკლარაციას ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ.

რეზოლუცია მხარეებისგან მოითხოვდა დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები, საოკუპაციო ძალები გასულიყვნენ ზანგილანის რაიონიდან და ქალაქ ჰორადიზიდან, ასევე აზერბაიჯანის ბოლო დროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლოდროინდელ დარღვევებთან დაკავშირებით, საბჭომ მხარეებს მოუწოდა, მიეღოთ რუსეთის მთავრობასა და ეუთოს მინსკის ჯგუფს შორის კონტაქტების შედეგად დადგენილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. საბჭომ ასევე სთხოვა სხვა ქვეყნებს, თავი შეეკავებინათ კონფლიქტში ჩარევისაგან, განსაკუთრებით ირანს, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ აზერბაიჯან-ირანის საზღვართან თავისი ჯარები გადაისროლა.[1]

საბოლოოდ, საბჭომ გენერალურ მდივანს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაეწიათ ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი დევნილებისთვის. გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალისა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფს დაევალა, საბჭოსათვის ეცნობებინა განვითარებული მოვლენების შესახებ.

ამ რეზოლუციის მიღების მიუხედავად, დაბომბვები და პერიოდული ბრძოლები გაგრძელდა.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. Croissant, Michael P. (1998). The Armenia-Azerbaijan conflict: causes and implications. Greenwood Publishing Group, გვ. 94–95. ISBN 978-0-275-96241-8. 
  2. Human Rights Watch/Helsinki (1994). Azerbaijan: Seven years of conflict in Nagorno-Karabakh. Human Rights Watch, გვ. 45. ISBN 978-1-56432-142-8.